"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში "მანჩესტერი" ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. საპასუხო შეხვედრაში საფინალო სასტვენამდე მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ათი კაცით დავრჩით (მეორე ყვითელი ბარათის გამო რამირესი გააძევეს). პირველი 25 წუთი უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, მომენტები გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. ტაიმის ბოლოს მანჩესტერელთა მიერ გატანილმა გოლმა კი ჩვენი ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა",
იტალიელმა სპეციალისტმა კუთვნილი თავისი გუნდის ფორვარდ დიდე დროგბასაც მიუზღო, რომელმაც შესვენებაზე ტორესი შეცვალა და გოლი გაიტანა. ამავე დროს, მას ესპანელი თავდამსხმელი არ გაუკრიტიკებია.
"დროგბამ ფანტასტიკური მეორე ტაიმი ჩაატარა, ძალიან სასარგებლო იყო და გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტორესს, მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და მისი გვჯეროდეს. ახლა ეს დამარცხება რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - აღნიშნა ანჩელოტიმ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით