რაული: მჯერა, რომ "მანჩესტერის" გადალახვის კარგი შანსი გვაქვს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ "შალკეს" ფორვარდმა რაულმა აღნიშნა, რომ სოლიდური ჰანდიკაპის ქონის მიუხედავად, გუნდი მოედანზე ოდნავი მოდუნების გარეშე გამოვიდა. ესპანელის აზრით, ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაში "შალკეს" საბოლოო ჯამში წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს.

"დიახ, პირველი მატჩი დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ არავის აზრადაც კი არ ჰქონია მოედანზე ხელებჩამოყრილი გამოსულიყო და ვთქვათ, 0:2 წაეგო. გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოდა. ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე არც ერთი თამაში არ წაგვიგია და ვისურვებდი ეს სასიამოვნო ტრადიცია გაგვეგრძელებინა.

ტურნირზე ჩვენს
მომავალ მეტოქესთან - "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებას მოუთმენლად ველი. ამ გუნდში დიდი ოსტატები არიან თავმოყრილნი, მაგრამ წყალწაღებულნი არც ჩვენ ვართ. მჯერა, რომ კარგი შანსი გვაქვს", - თქვა რაულმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული