ინიესტას "რეალთან" მატჩში დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
უეფამ "ბარსელონა"-"შახტარის" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში იმ ეპიზოდს მიაქცია ყურადღება, როდესაც კატალონიელთა ჰავბეკმა ანდრეს ინისეტამ ყვითელი ბარათი მიიღო. მოთამაშემ მეტოქეს სტანდარტული სიტუაციის გათამაშებაში შეუშალა ხელი.

დისციპლინარული კომიტეტი ეჭვობს, რომ ესპანელმა გაფრთხილება წინასწარგანზრახულად მიიღო, რათა საპასუხო შეხვედრა გამოეტოვებინა და ნახევარფინალურ მატჩებში დისკავლიფიკაციის საფრთხე აერიდებინა.

ახლა ფეხბურთელს მადრიდის "რეალთან" პირველი ნახევარფინალური მატჩის გამოტოვება ემუქრება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ.
"ბარსელონა" ხსენებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა და ინიესტას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყო.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში უეფამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით სერხიო რამოსი და ხაბი
ალონსო დასაჯა იმის გამო, რომ მათ "აიაქსთან" მატჩში გაფრთხილებები განზრახ მიიღეს. ამას გარდა, ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციით მადრიდელთა თავკაცი ჟოზე მოურინიოც დასაჯეს.

თუ უეფა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, კატალონიური კლუბი მას გაასაჩივრებს.


მომზადებულია Marca-ს
მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული