ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ნახევარმცველმა ჯვარედინი იოგები დაიშავა. მისი მონაწილეობა 27 აპრილს მადრიდში გასამართ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ინიესტა მადრიდში ჩაფრინდა, მაგრამ შეხვედრის დაწყებისას, სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდება. საბოლოო გადაწყვეტილებას, გავა თუ არა ინიესტა მოედანზე, უშუალოდ მატჩის წინ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მიიღებენ.
თუ ნახევარმცველი მოედანზე არ გამოვა, მის ადგილს სეიდუ კეიტა დაიკავებს.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით