რონალდომ ივარაუდა, რომ პირველ მატჩს, რომელიც დღეს მადრიდში გაიმართება "რეალი" მოიგებს. რვაფეხამ კი ორი შეხვედრის ჯამში ფინალში "რეალის" გასვლა იწინასწარმეტყველა.
რონალდოს თქმით, რომელსაც "ბარსელონაშიც" და "რეალშიც" უთამაშია, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 3 მაისს ბარსელონაში გაიმართება. ბრაზილიელმა დასძინა, რომ ამ გუნდების შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რვაფეხა იკერმა, რომელსაც სახელი "რეალის" მეკარის იკერ კასილასის პატივსაცემად უწოდეს, პროგნოზი მოლუსკი-წინასწარმეტყველებისთვის ჩვეული მანერით გააკეთა. ორი სარდინიდან ერთის ამორჩევისას,
რვაფეხამ "ბარსელონას" და "რეალს" შორის ორი ამასწინანდელი მატჩის შედეგი სწორად იწინასწარმეტყველა - ფრე ესპანეთის ჩემპიონატის თამაშში და "რეალის" გამარჯვება ქვეყნის თასის ფინალში.