მოურინიო: სისტემა მოგვაშთობს, თუ "კამპ ნოუზე" გოლს გავიტანთ

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ფინალში გასვლის უფლებას არ მისცემენ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის რისთვის გააძევეს სამწვრთნელო სკამიდან.

"რა იყო ეს? დიახ, "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია. მაგრამ არ მესმის, რატომ გააძევეს პეპე. ეს გადაწყვეტილება მეტოქეს ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედის გადაწყვეტაში დაეხმარა.

რაც შეეხება ჩემს გაძევებას, მაშინ რეფერისთვის საერთოდ არაფერი მითქვამს. მხოლოდ გავიღიმე და მის გადაწყვეტილებას ტაში დავუკარი, სიტყვაც არ მითქვამს.

შეუძლებელია უპირატესობის გაბათილება, როდესაც ჩვენს მეტოქეს მხარს ასე
უჭერენ. როგორც ჩანს, ფინალში ისინი უნდა გავიდნენ. არ მესმის, რისთვის სჭირდება ასეთ ფანტასტიკურ გუნდს ეს ყველაფერი. ფეხბურთში წესები ყველასთვის საერთოა, უკეთესი გუნდი იმარჯვებს.

საპასუხო მატჩში სიამაყის და თამაშის პატივისცემას გამოვავლენთ. იქ პეპეს გარეშე ვითამაშებთ, რომელსაც არაფერი დაუშავებია. იქ რამოსის გარეშე ვითამაშებთ, რომელსაც არაფერი დაუშავებია. მწვრთნელი ამ მატჩის დროს თავის სკამზე არ იჯდება. ამას გარდა, პირველი თამაშის ანგარიში ჩვენს წინააღმდეგაა. სისტემა მოგვაშთობს, თუ უცბად გოლს გავიტანთ და ინტრიგას დავაბრუნებთ.

ჩვენი სათამაშო სქემა მატჩის სხვადასხვა მომენტებში სხვადასხვაგვარი იყო. კომპაქტურად უნდა გვემოქმედა, შემდეგ კი ცენტრფორვარდი გამოგვეშვა. ორი თავდამსხმელის უკან "მეათე ნომერის" გამოყენება მსურდა. ეს სქემა 0:0-ის დროს გამოსადეგია, მისი დახმარებით მეტოქის ჩანაფიქრის ჩაშლა შეიძლება. მაგრამ მსაჯმა ჩვენი გეგმის განხორციელების საშუალება არ მოგვცა. "ბარსელონას" სიძლიერე წმინდა საფეხბურთო უნდა იყოს. ამ გუნდს აუცილებელი ძალა გააჩნია. რისთვის სჭირდება მას კიდევ რაღაც მეტი?" - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
... თამაშს თავი დაანებე და აგიარე რომ გვარდიოლამ გადაგირბინა და გაგამწარა იმენნა ჩაგხადა ნუ მესიზე აგარ ვამბობ :))))
avto192
13:52 28-04-2011
0
წადი კოჭი გააგორეო შენზეა ნათქვამი ჟოზეე
daviti
11:31 28-04-2011
0

სიახლეები პოპულარული