მკვლევარებმა საფეხბურთო მატჩის მაყურებლების რიცხვი წუთობრივად გამოითვალეს. შემდეგ თითოეული წუთის მონაცემები შეჯამდა და წუთების საერთო რაოდენობაზე გაიყო - ამგავარად შეხვედრის მაყურებელთა საშუალო რიცხვი გამოიყვანეს.
12.5 მილიონი ადამიანი ესპანეთის მთლიანი ტელეაუდიტორიის 63.6 პროცენტია.
ყველაზე მეტმმა მაყურებელმა ტელევიზორებთან თავი "ბარსელონას" მიერ მეორე გატანილი გოლის შემდეგ მოიყარა. ამ დროს აუდიტორიამ 15.6 მილიონ ტელემაყურებელს გადააჭარბა.
გასულ "კლასიკოს" თუნდაც ერთი წუთით მინიმუმ ოცმა მილიონმა ადამიანმა უყურა.