"არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ "რეალისგან". ეს ძალიან ძლიერი გუნდია და მათ იმდენი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, რომ სხვადასხვაგვარად თამაში შეუძლიათ. ეს ძალიან რთული ნახევარფინალური მატჩია. დღეს შევიტყობთ, რამდენად ძლიერები ვართ ფსიქოლოგიურად. ვიცი, რომ გულშემატკივრები დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენი მისია უფრო რთული გახდება.
ვიცი, რომ ისე ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ურთულესი თამაში იქნება. ბურთთან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ.
ვეცდებით ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ, ყველაფერი რაც აქამდე იყო, უკვე წარსულია. სასტარტო შემადგენლობა უკვე ავირჩიე. პირველ მატჩში ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა იყო, მან ჩვენს თამაშს საიმედოობა შემატა. ასეთ მატჩებში მისი დახმარება შეუფასებელია.
ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. "რეალმა" შეიძლება შეგვიტიოს ან თავი დაიცვას, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მადრიდელები ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებენ და ფინალში გასვლას ნებისმიერ ფასად შეეცდებიან. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელსაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია", - თქვა გვარდიოლამ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით