ვინ გადაიბარებს ჟოზე მოურინიოს "ინტერისგან" ესტაფეტას ჯერ უცნობია, თუმცა პრეტენდენტთა რიცხვი ოფიციალურად ორამდე დავიდა, სამშაბათს "ნისლიანი ალბიონის" საგზური "ბარსელონამ" გაინაღდა, წუხელ კი - "მანჩესტერ იუნაიტედმა". მაშ ასე, 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, "უემბლიზე" ყველა ბილეთი, გარდა იმისა, რომელთაც ფინალისტთა ფანებს გამოუყოფენ, უკვე გაყიდულია.
"ოლდ ტრეფორდზე" კი ნახევარი საათი ახალი გასული იყო, როცა მეორე შემადგენლობით მოთამაშე ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" ორი მატჩის ჯამში უკვე
ბუნებრივია, შეხვედრას სპორტული ინტერესი უკვე დაკარგული ჰქონდა, თუმცა "მანჩესტერი" ამაზე არ გაჩერებულა. ანგარიში 26-ე წუთზე ვალენსიამ გახსნა ბრწყინვალე გარღვევით, შემდეგ მისი პასით გიბსონმა გაიტანა.
35-ე წუთზე "შალკეს" ესპანელმა ლეგიონერმა ხურადომ ერთი გაქვითა. მეორე ტაიმში კი დუბლი ბრაზილიელმა ანდერსონმა შეასრულა - 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 6:1 "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ.
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)-შალკე (გერმანია) 4:1 (2:0)
მანჩესტერი (4-3-3): ვან დერ სარი - რაფაელი (60. ევრა), სმოლინგი, ევანსი, ოში - გიბსონი, სქოულზი (73. ფლეტჩერი), ანდერსონი - ვალენსია, ბერბატოვი (77. ოუენი), ნანი.
შალკე (4-2-3-1): ნოიერი - უჩიდა, მეტცელდერი, ჰიოვედესი (70. ჰუნტელაარი), ესკუდერო - პაპადოპულოსი, ხურადო - ფარფანი (75. მატიპი), ბაუმიოჰანი (46.ედუ), დრაქსლერი - რაული.
გოლები: 1:0 ვალენსია (26), 2:0 გიბსონი (31), 2:1 ხურადო (35), 3:1 ანდერსონი (72), 4:1 ანდერსონი (76)
მაყურებელი: 74 678
არბიტრი: პროენშა (პორტუგალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მანჩესტერი
პირველი კუთხური: მანჩესტერი
პირველი ჯარიმა: შალკე
პირველი გაფრთხილება: მანჩესტერი
10 (8) დარტყმა 14 (4)
13 ჯარიმა 15
13 კუთხური 10
3 გაფრთხილება 1
45% ბურთის ფლობა 55%
მაგარია მანჩესტერი