ფალკაო: მომინდა მშობლიური კოლუმბიისთვის მეკოცნა

AutoSharing Option
"ევროპის ლიგის ფინალში "პორტუს" "ბრაგასთან" გამარჯვების შემდეგ მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა რადამელ ფალკაომ ამ გოლს, აღნიშნულ ტურნირში გატანილი ჩვიდმეტი გოლიდან, უმნიშვნელოვანესი უწოდა.

"დუბლინ არენაზე" მიმდიანრე ფინალის 44-ე წუთზე კოლუმბიელმა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ოსტატურად დაკრა და პორტუგალიის ჩემპიონს გამარჯვება მოუტანა. თავად ფალკაოსთვის გუნდური მიღწევა ნებისმიერ პირად რეკორდზე ძვირფასია.

"ფანტასტიკურია, რომ ეს ტურნირი მოვიგეთ, შესანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე, მაგრამ ეს ყვეალფერი გუნდური შრომის შედეგია. შეკრული გუნდი გვყავს და ევროპის ლიგის მოგება მიზნად თავიდანავე დავისახეთ", - თქვა ფალკაომ.

მიმდინარე სეზონში ფალკაომ
სხვა ტურნირებში კიდევ 18 გოლი გაიტანა, მაგრამ დუბლინში არტურის კარში თავით გატანილი გოლი მისთვის განსაკუთრებულია.

"ეს ჯადოსნური წამი იყო. როდესაც ბადეში გახვეული ბურთი დავინახე, ყველა გულშემატკივრის და მთელი ჩემი მშობლიური კოლუმბიის კოცნა მომინდა", - თქვა "პორტუს" მეცხრე ნომერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული