"ფერგიუსონისადმი უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი. შესანიშნავი მწვრთნელი და გამოჩენილი ადამიანი უნდა იყო, ერთსა და იმავე კლუბთან, რომ კვლავდაკვლავ წარმატებებს მიაღწიო, ტიტულები მოიგო, ახალი ტალანტები მოიძიო და სათამაშო სტილი განავითარო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ძლიერი გუნდია, ის ჩვენი თამაშის ჩაშლას არ შეეცდება. მანჩესტერელები თავიანთ ფეხბურთს ითამაშებენ.
ვფიქრობ, ის ფინალი გველის, რომელზედაც ყველა ოცნებობდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ხომ იმავე დონეზე იმყოფება, რომელზეც ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი მატჩი იქნება.
ინგლისში
რაც შესაძლებელია ყვეალფერს გავაკეთებ, რომ "უემბლიზე" გოლი გავიტანო. ხომ მიცნობთ: თუ ტიტულს მოვიგებთ, არ ვინაღვლებ გოლი ვინ გაიტანა", - განაცხადა არგენტინელმა.
მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით