გვარდიოლა: "უემბლი" "მანჩესტერის" უპირატესობაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი გუნდის წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. გვარდიოლას თქმით, ლონდონის სტადიონ "უემბლიზე" "მანჩესტერისთვის" ფაქტობრივად საშინაო იქნება.

გვარდიოლამ ხაზი გაუსვა, რომ არ იცის, რა მანძილია მანჩესტერიდან ლონდონამდე, მაგრამ აღნიშნა, რომ როდესაც ერთი საათის ან საათნახევრის გზაზეა საუბარი, ეს გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ხელსაყრელია (მატარებელი მანჩესტერიდან ლონდონამდე ჩასვლას დაახლოებით ორ საათს უნდება).

"ბარსელონას" თავაკცმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩიც გაიხსენა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "შალკე" დაამარცხა, ანგარიშით, 4:1. გვარდიოლამ აღნიშნა,
რომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშის გარეშეც კი, რომელთაც ეს შეხვედრა გამოტოვეს, "მანჩესტერი" ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული