28 მაისის დილას, სანამ „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1-ს მოუგებდა, უეფას წარმომადგენლები „უემბლის“ სტადიონის თანამშრომლებს შეხვდნენ და პირდაპირ უთხრეს, რომ ასე მზად სტადიონი ფინალს არ დახვედრია, რაც 1992 წელს ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა ლიგად
დავაზუსტოთ, ფეხბურთის ასოციაციამ ამ ერთი მატჩით მილიონი ფუნტი მოიგო, მაშინ, როდესაც ტრადიციულად ყველაზე შემომტანი ღონისძიება, მაღალი რანგის როკ კონცერტი, საშუალოდ 250 ათას ფუნტს სტოვებს. შევადაროთ, ეს ფინალი იმავე გუნდების მონაწილეობით ჩატარებულ ორი წლის წინ რომში, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩატარებულ ფინალსაც. მაშინ, მოგება სულ რაღაც 125 ათასი ფუნტი იყო.
ბილეთების ფასი, „უემბლიზე“, 225-დან 4 ათას ფუნტამდე მერყეობდა. 225 ფუნტი ჩვეულებრივი ბილეთი ღირდა, შემდეგ კი მომსახურეობის მიხედვით ძვირდებოდა. როგორც ტაბლოიდები ვარაუდობენ, მარტო ბილეთებით ვაჭრობამ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი მოიტანა.
შემდეგი ფინალი მიუნხენის „ალიანს არენაზეა“ დანიშნული, მაგრამ უეფა არჩევანით მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის, რადგან ეს სტადიონი სპორსორებთან ცუდ ურთიერთობაშია და დავა რით დასრულდება არავინ იცის.
2013 წლის ფინალი კი იმითაც იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის 150 წლისთავს ემთხვევა. ცნობისათვის: „უემბლიზე“ დღეისათვის ჩემპიონთა თასის გათამაშების ყველაზე მეტი ფინალი ჩატარებულა. პირველად ეს 1963 წელს მოხდა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ „მილანი“ და „ბენფიკა“ წარსდგნენ (მილანელებმა 2:1 მოიგეს), სულ კი აქ ექვსი ფინალი გაიმართა: 1963, 1968, 1971, 1978, 1992, 2011.
თუ 2013 წლის ფინალს მართლა „უემბლიზე“ ჩაატარებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე სტადიონი სამ წელიწადში ორჯერ უმასპინძლებს ფინალს. აქამდე, ორ ფინალს შორის ყველაზე „მოკლე მანძილი“ ისევ და ისევ „უემბლიზე“ გახლდათ - 1968, 1971. ასეთივე სხვაობა იყო ვენაში, „პრატერშტადიონზე“, იმავე ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ფინალებს შორის - 1987, 1990.