მოლდოველებთან ბოდიში, "შერიფი" ჩვენ გვიქომაგებს

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წილისყრაზე გააკეთა კომენტარი და "დაჩიასა" და "მილსამის" მეტოქეებზე, "ზესტაფონსა" და "დინამოზე" გამოთქვა აზრი.

"ვერ ვიტყვი, რომ მოლდოვურ კლუბებს გაუმართლა. "ზესტაფონის" პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კლუბს იდეალური გარემო შეუქმნას. "ზესტაფონს" აქვს კარგი პირობები, საწვრთნელი ბაზა და, რაც მთავარია, კვალიფიციური მწვრთნელი და ძლიერი შემადგენლობა. "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისთვის ავსტრიაში ემზადება. წყვილის ფავორიტის დასახელება გამიჭირდება.

"დინამოც" ძალიან სერიოზული გუნდია, რომელიც ახალი მწვრთნელის მისვლით უდავოდ გაძლიერდება. "დინამოს" "ბარსელონაში" ნამუშევარი სპეციალისტი დაუნიშნეს, რომელსაც არაერთი
ვარსკვლავი აღუზრდია. ვფიქრობ, ამ წყვილში შანსები 60/40-ზეა "დინამოს" სასარგებლოდ", - თქვა ვეტერანმა ქართველმა მცველმა.

თარხნიშვილმა, რომელიც 25 ივლისს 40 წლისა ხდება, ისიც თქვა, იმის მიუხედავად, რომ "დაჩიაში" ლევან კორღალიძე და დავით გამეზარდაშვილი თამაშობენ და ამ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაინც ქართულ კლუბებს ვუქომაგებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული