- მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მოლდოველებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადე, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენებს წინ გავუსწარი. მიკვირს, რატომ იყო მოედანზე და მის მიღმა ასეთი აგრესია. თუ გნებავთ, შეგიყვანთ ჩვენი გუნდის გასახდელში და განახებთ, რა დღეში არიან
- რა მოხდა "ზესტაფონის" ფეხბურთელსა და დობროვოლსკის შორის?
- ჯერ არ ვიცი, დააშავა თუ არა რამე ფეხბურთელმა, მაგრამ ფაქტია, რომ დობროვოლსკიმ ჩვენს 10 ნომერს დაარტყა. ეს არ არის ღირსეული ადამიანის საქციელი. დანარჩენს მეც და თქვენც ვიდეოჩანაწერში ვნახავთ.
- მოითხოვთ "დაჩიას" დასჯას?
- ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. რა, ვინმე რომ დასაჯონ, ამით ჩემი ფეხბურთელები უცებ გამოჯანმრთელდებიან?
- "დაჩიამ" დღეს "ზესტაფონზე" უკეთ ითამაშა?
- დღეს ფეხბურთი არ ყოფილა, "დაჩიამ" კი ჩვენზე უკეთ იჩხუბა. მესმის, რომ ძნელია მარცხთან შეგუება, მაგრამ უკადრებელი არ უნდა იკადრო.
- იმსახურებდა "დაჩია" მოლდოვის ჩემპიონობას?
- მოლდოვის ჩემპიონატს არ ვიცნობ და ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ისე კი, "დაჩია" კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, რომელთაც თამაშის საშუალება უნდა მისცენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"