ამჯერად შინ დარჩენილებს სხვადასხვა ინტერნეტ-ლინკის ძებნა აღარ მოგიწევთ. შეგიძლიათ, 20 საათიდან გადართოთ "პირველ არხზე" და, რაოდენ გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, არა "მოამბეს", არამედ ჩემპიონთა ლიგის მატჩს იხილავთ. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ავსტრიულ ტელეკომპანიასთან, რომელსაც "ზესტაფონმა" თამაშის ჩვენების უფლება მიჰყიდა, გუშინ მიაღწია შეთანხმებას.
არც ის არის გამორიცხული, ტელეეთერით "შტურმისა" და "ზესტაფონის" განმეორებითი შეხვედრაც ვიხილოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი