აფსუს, "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგაზე "ბატე" შეხვდებოდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონს" რომ ავსტრიული "შტურმის" ბარიერი გადაელახა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბელარუსის "ბატეს" დაუპირისპირდებოდა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც რეალური იქნებოდა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად "შტურმს" სწორედ ყოფილი საბჭოთა კავშირის გუნდი ერგო და ამის გამო ავსტრიელებთან მარცხი, ჩვენთვის მით უფრო დასანანი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის კენჭისყრა
ჩემპიონთა გზა

"ვისლა" (პოლონეთი) - "აპოელი" (კვიპროსი)
"მაკაბი" (ჰაიფა, ისრაელი) - "გენკი" (ბელგია)
"დინამო" (ზაგრები, ხორვატია) - "მალმიო" (შვედეთი)
"კოპენჰაგენი" (დანია) - "პლზენი" (ჩეხეთი)
"ბატე" (ბელორუსი) - "შტურმი" (ავსტრია)

ლიგის წარმომადგენელთა
გზა

"ოდენსე" (დანია) - "ვილიარეალი" (ესპანეთი)
"ტვენტე" (ჰოლანდია) - "ბენფიკა" (პორტუგალია)
"არსენალი" (ინგლისი) - "უდინეზე" (იტალია)
"ბაიერნი" (გერმანია) - "ციურიხი" (შვეიცარია)
"ლიონი" (საფრანგეთი) - "რუბინი" (რუსეთი)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ რა აფსუს? რა აფსუს? რა, ზესტაფონი BATE-ზე ძლიერი გგონიათ თუ რა? როგორ არის თქვენი საქმე ერთი? ზესტამ ოქროს შანსი შტურმთან გაუშვა ხელიდან, მორჩა! ბრუგე შტურმზე ძლიერია! აწი გავძლიერდეთ და დაველოდოთ შემდეგ ჩემპიონობას!
uzlevi
02:15 06-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული