კვერკველიას გოლი, ოღონდ, ავტო

AutoSharing Option
გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფების პირველი მატჩები გაიმართა, ხუთი შეხვედრიდან ორში ქართველებიც მონაწილეობდნენ. 19 წლის საბა კვერკველია სულ მეორედ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა, ამჯერად, ყველაფერი ისე კარგად არ წარიმართა ჩვენებურისთვის, როგორც კიევში - "ლიონმა" 3:1 მოუგო მის გუნდს, "რუბინს", ხოლო მატჩის მე-40 წუთზე ბაფეტიმბი გომისმა მარცხნიდან დაარტყა სტუმართა კარისკენ, საბა ბურთის ჩაჭრას ცდილობდა, თუმცა საკუთარ კარში კი ჩაჭრა...

თამაშით კი "ლიონი" ბევრად სჯობდა მეტოქეს, რომელმაც 5 მცველით ითამაშა. ზამთარი რომ იყოს, ვიტყოდით, რომ რუსთა გუნდს მაინც შერჩა ჯგუფურ ეტაპზე გასვლის
შანსიო... საბამ 11,3 კილომეტრი დაფარა, მისი 49 პასიდან 38 ზუსტი იყო, ჩვენებური 2-ჯერ დაჯარიმდა.

ავსტრიულმა "შტურმმა" ზუსტად იმ ანგარიშით დაასრულა თამაში, როგორც "ზესტაფონთან" გასვლით მატჩში - 1:1. ასე რომ, თუ ქართული კლუბი ვერ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე, ერთი ქართველს მაინც კარგი შანსი გაუჩნდა იქ მოხვედრის - "შტურმში" ხომ გიორგი ფოფხაძე თამაშობს. ბატე-სთან გიორგიმ 90 წუთი გაატარა მოედანზე. ფოფხაძემ 11,3 კილომეტრი გაირბინა, მისი 38 პასიდან 28 ზუსტი იყო, გიორგი ერთხელაც არ დაჯარიმებულა.

ხუთი წყვილიდან მხოლოდ ერთზე ვიტყვით, რომ ყველაფერი თითქმის გარკვეულია - ჩეხეთის ჩემპიონმა, პლზენის "ვიქტორიამ" სტუმრად 3:1 მოუგო დანიის ჩემპიონ "კოპენჰაგენს" და, არა გვგონია, სამშობლოში ამხელა უპირატესობა ხელიდან გაუშვას. ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს "ბენფიკას" პორტუგალიელებმა ჰოლანდიაში ("ტვენტეს" წინააღმდეგ) 2:2 ითამაშეს. ყველაზე საინტერესო წყვილში კი "არსენალმა" 1:0 მოუგო "უდინეზეს", იტალიელთა კარში ერთადერთი გოლის ავტორი ტეო უოლკოტია. დღეს საქმეში ისეთი კლუბები ჩაერთვებიან, როგორიც "ბაიერნი" და "ვილიარეალია".

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფები
კოპენჰაგენი (დანია)-პლზენი (ჩეხეთი) 1:3

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - ტომსენი, ოტესენი, იორგენსენი, ბენგტსონი - ბოლანიოსი, კრისტენსენი, გრინდჰეიმი, დიუფი (56. ნორდსტრანდი) - ნდოიე, კლაუდემირი (აბსალონსენი).
პლზენი (4-1-4-1): ჩეხი - ლიმბერსკი, ბისტრონი, ჩიშოვსკი, რაიტორალი - ტრაპი - პეტრჟელა (76. ფილო), ჰორვატი, კოლარჟი, პილარჟი (91. ჰორა) - ძურიში (89. შევინსკი).
გოლები: 0:1 ოტესენი (52. ს. კ.), 0:2 პილარჟი (59), 1:2 ოტესენი (69), 1:3 ფილო (79)

ტვენტე (ჰოლანდია)-ბენფიკა (პორტუგალია) 2:2
ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - კორნელისე, დუგლასი, ვისგერჰოფი, ტიენდალი (75. ბუისე) - ლანდზაატი (46. იანკო), ბრამა, იანსენი - რუისი, დე იონგი, ბაირამი (58. იონი).
ბენფიკა (4-2-3-1): არტური - მ. პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - ხავი გარსია, კარდოსო (87. მატიჩი) - ვიტსელი, გაიტანი (56. ამორიმი), ნოლიტო - აიმარი (64. სავიოლა).
გოლები: 1:0 დე იონგი (6), 1:1 კარდოსო (21), 1:2 ნოლიტო (35), 2:2 რუისი (80)

ლიონი (საფრანგეთი)-რუბინი (რუსეთი) 3:1
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეიერი, ბ. კონე, ლოვრენი, სისოხო (52. პიანიჩი) - გონალონსი, კალსტრიომი - ბრიანი (82. პიე), გომისი, ბაშტოში - ლ. ლოპესი.
რუბინი (5-4-1): რიჟიკოვი - კუზმინი, კვერკველია, ბოკეტი, შარონოვი, კალეშინი - კარადენიზი, ნობოა, ნატხო, კასაევი (69. ლებედენკო) - დიადიუნი (36. მედვედევი),
გოლები: 0:1 დიადიუნი (3), 1:1 გომისი (10), 2:1 კვერკველია (40. ს. კ.), 3:1 ბრიანი (71).

ბატე (ბელარუსი)-შტურმი (ავსტრია) 1:1
ბატე (4-2-3-1): გუტორი - იურევიჩი, ფილიპენკო, შიმიჩი, ბორდაჩევი (82. ვოლოდკო) - ბაგა, ოლეხნოვიჩი - პატოცკი (46. გორდეიჩუკი), როდიონოვი (69. რუდიკი), ნეხაიჩიკი - კონცევოი.
შტურმი (4-4-2): გრაცეი - შტანდფესტი, დუდიჩი, ბურგშტალერი, ფოფხაძე - ჰიოლცლი (88. ეჰრენრაიხი), ვებერი, ზიომელი, ბუკვა - კიენასტი, საბიჩსი (72. მურატოვიჩი).
გოლები: 0:1 ვებერი (12), 1:1 შიმიჩი (59)

არსენალი (ინგლისი)-უდინეზე (იტალია) 1:0
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი (46. ჯურუ) - სონგი, როსიცკი (73. ფრიმპონგი) - უოლკოტი, რემზი, ჟერვინიო - შამახი.
უდინეზე (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - ეკსტრანდი, ბენატია, ლარანგეირა, ნეუტონი (59. პასკუალე) - აგიემანგ-ბადუ - ისლა, ასამოა, პინცი (88. აბდი), არმერო - დი ნატალე.
გოლი: 1:0 უოლკოტი (4)

დღეს
ვისლა (პოლონეთი)-აპოელ (კვიპროსი) 23:45
მაქაბი ჰ. (ისრაელი)-გენკი (ბელგია) 23:45
დინამო ზ. (ხორვატია)-მალმიო (შვედეთი) 23:45
ოდენსე (დანია)-ვილიარეალი (ესპანეთი) 23:45
ბაიერნი (გერმანია)-ციურიხი (შვეიცარია) 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არ იყო ავტოგოლი. ვისაც ფეხბურთი ესმის, ოღონდ.
SOKO
18:20 17-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული