გვიდოლინი: თუ "არსენალი" უდინეში გაიტანს, შემდეგ ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება

AutoSharing Option
"უდინეზეს" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი არ შეიძლება "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩით კმაყოფილი იყოს.

"არსენალთან" პირველ მატჩში იტალიური გუნდი ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

"ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არ შეიძლება ჩვენი თამაშით კმაყოფილნი ვიყოთ, რადან არაფერი მნიშვნელოვანისთვის არ მიგვიღწევია. 0:1 დავმარცხდით. "არსენალი" ახალაგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი გუნდია.

"მეთოფეებმა" შინ გამარჯვებას მიაღწიეს. ჩვენ გატანა ვერ შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ კარის აღების კარგი შანსები გვქონდა.

ჯგუფურ ეტაპზე გასვლა რთული ჩანს. "არსენალს" უპირატესობა აქვს და თუ ჩვენს მოედანზე გოლს გაგვიტანს, მისი
ბარიერის გადალახვა რთული იქნება", - განაცხადა გვიდოლინიმ.

მომზადებულია Goal.com -ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული