იტალიის და ესპანეთის მოქმედ ჩემპიონებს შორის მატჩი ბარსელონაში 13 სექტემბერს გაიმართება.
"გუნდში შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს. ჩვენ "მილანი" ვართ. ფეხბურთშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ "ბარსელონასი" არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მას და დაცვაში და შეტევაში კარგად ვითამაშოთ.
ჩვენ ის გუნდი დაგვიპირისპირდება, რომელიც ამ დროისთვის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ "მილანი" კონცენტრირებული
კასანომ რომაელებთან ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში იბრაჰიმოვიჩთან ტანდემს ალბათ პატო შეადგენს", - განაცხადა ალეგრიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით