"მილანის" ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ხვალინდელი მატჩის წინ აღნიშნა, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მისი სიტყვებით, მთავარია გუნდმა კონცენტრაცია შეინარჩუნოს.
"გამარჯვებაზე რომ არ ვფიქრობდე, არც ფეხბურთს ვითამაშებდი, - განაცხადა ბოატენგმა. - მთავარია, კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ "ბარსელონას" ვჯობივართ".
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით