გერმანელმა სპეციალისტმა ტურნირის მთავარი ფავორიტიც დაასახელა.
"ვილიარეალი" საკმაოდ საშიში მეტოქეა. ბოლო წლებში გუნდმა ფინანსური პრობლემების მიუხედავად შესამჩნევად მოუმატა. მეტოქეს შემადგენლობაში ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს.
რაც შეეხება ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტს - ის "ბარსელონაა". მაგრამ არიან სხვა ძლიერი გუნდებიც. მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი", რომელიც მიმდინარე სეზონში უკეთ თამაშობს", - განაცხადა ჰაინკესმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით