"ტოტენჰემთან" მატჩამდე ფრანგი სპეციალისტი შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ოლიმპიაკოსთან" ჟერვინიო, უილშირი, ჯურუ, ვერმალენი, კოსელნი, სკილაჩი, ბენაიუნი და დიაბი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ.
რაც შეეხება ვან პერსის და არტეტას, ვენგერმა მათ დასვენების საშუალება მისცა.
ინგლისური პრესა იუწყება, რომ ვან პერსისსა და არტეტას მაგივრად მოედანზე ალექს ოქსლეიდი-ჩემბერლეინი და მარუან შამაჰი გამოვლენ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით