კასანომ ბერლუსკონის ზეობის პერიოდის "მილანში" მე-2000-ე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ისტორიული მოვლენა მოხდა "მილანის" და ჩეხეთის "ვიქტორიას" მატჩში: 66-ე წუთზე ანტონიო კასანომ ანგარიში 2:0 გახადა. ეს გოლი "ბერლოსკონის ერაში" "მილანისთვის მე-2000-ე აღმოჩნდა.

სიმბოლურია, რომ ეს პოლიტიკოსის იუბილეს დაემთხვა - დღეს "მილანის" მფლობელს 75 წელი უსრულდება, იტალიურ გრანდს კი ბერლუსკონი 1986 წლიდან ფლობს. ამ ეპოქაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ანდრეი შევჩენკოა - 175 გატანილი გოლით, მარკო ვან ბასტენს და ფილიპო ინძაგის 125 გოლი აქვთ გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული