მეორე წრეში უკვე შვიდი ქართველი მოკრივეა

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი წრის შეხვედრა საქართველოს მოკრივეთა ნაკრების რვა წევრმა ჩაატარა და მათგან შვიდმა გამარჯვება მოიპოვა.

ავთანდილ ჭუბაბრიასა (49 კგ) და დავით გოგიშვილის (91 კგ) შემდეგ, მეორე წრის საგზური სევერიან ჭილაძემ (52 კგ), ლევან გულედანმა (81 კგ), ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ), მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ) და კობა ფხაკაძემაც გაინაღდეს. ტურნირს მხოლოდ გიორგი კილანავა (56 კგ) გამოეთიშა.

მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა- კობა ფხაკაძემ (64 კგ) თავისი პირველი შეხვედრა 30 სექტემბერს განელ მიხაელ ამოო ბედიაკოსთან ჩაატარა და მეტოქეს
25:9 სძლია.

საქართველოის ნაკრების ასევე გამოცდილი წევრები - ნიკოლოზ იზორია (60 კგ) და ჯაბა ხოსიტაშვილი (69 კგ) საქმეში 1 ოქტომბერს ჩაერთვებიან. იზორია უნგრელ მიკლოშ ვარგას დაუპირისპირდება, ხოლო ხოსიტაშვილი - ტაილანდელ სურია პრასატინმპიმაის.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირიცაა. ოლიმპიადის ლიცენზიებს მეოთხედფინალში გასული სპორტსმენები გაინაღდებენ.

msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული