"ბარსამ" 4:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. არგენტინის ნაკრების ფორვადმა ჰეთ თრიქი შეასრულა და "ბლაუგრანას" შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობა 200-მდე გაზარდა.
"თამაშით კმაყოფილი ვარ. ისიც მიხარია, რომ "ბარსას" მაისურით მეორასე გოლი გავიტანე.
მაგრამ პირველ რიგში შედეგმა გამახარა, რადგან მოგების წყალობით პლეი ოფში გავედით. აღსანიშნავია, რომ მატჩი იოლი არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგაში არიან გუნდები, რომლებიც ძალიან ცნობილები არ არიან, თუმცა იქ იოლი მეტოქე არ არსებობს", - თქვა მესიმ.
მომზადებულია AS-ის