"მესი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობ, მოედანზე გადაწყვეტილება წამში უნდა მიიღო. როდესაც ის ბურთით გიახლოვდება, ისღა გრჩება, რომ პირჯვარი გადაიწერო და ილოცო, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს.
"მილანი" და "ბარსელონა" თამაშის სხვადასხვა სტილს მისდევენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. ეს რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ მთელი ძალით ვმუშაობთ, გამარჯვება ხომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს მოგვცემს. ეს კი ბოლო ორი წლის მანძილზე ვერ მოვახერხეთ.
ხმები ჩემი "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ
მინდა ჩემპიონთა ლიგა სწორედ "მილანის" შემადგენლობაში მოვიგო", - განაცხადა სილვამ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით