ალეგრის თქმით, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ იბრაჰიმოვიჩი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მისთვის ვალიუმი აუცილებელია.
იბრაჰიმოვიჩი "მილანში" "ბარსელონადან" 2010/11 წლის სეზონის წინ გადავიდა. ცოტა ხნის წინ გამოიცა შვედი ფორვარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
იბრაჰიმოვიჩის თქმით, მან ესპანური გუნდი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გამო დატოვა, რომელიც მის შესაძლებლობებს არასწორად იყენებდა.