რეალი მილანთან, ბარსა გრიალებს

AutoSharing Option
გუშინ მონტეკარლოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მივიღეთ ძლიერი, სუსტი და მეტნაკლებად თანაბრად დაკომპლექტებული ჯგუფები. წილისყრაზე არანაკლებ საინტერესო მოვლენა ჩემპიონთა ლიგის განვლილი გათამაშების ლაურეატების დასახელება იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ინდივიდუალური პრიზები ბოლო ტრიუმფატორ "ინტერის" ფეხბურთელებმა მიიღეს.

საუკეთესო მეკარე: ჟულიო სეზარი
საუკეთესო მცველი: მაიკონი
საუკეთესო ნახევარმცველი: ვესლი სნეიდერი
საუკეთესო თავდამსხმელი: დიეგო მილიტო

ამ ჩამონათვალში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს, თუმცა ვფიქრობთ, მაინც შეიძლებოდა, საუკეთესო ნახევარმცველად სნეიდერის ბაიერნელი თანამამემულე არიენ რობენი დაესახელებინათ.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად კი ფინალში
შესრულებული დუბლის ავტორი დიეგო მილიტო აღიარეს.
ახლა კი მივყვეთ თანმიმდევრობით, ყველა ჯგუფი სათითაოდ მიმოვიხილოთ და წილისყრის შედეგების თაობაზე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბების წარმომადგენელთა კომენტარებს გავეცნოთ.

A ჯგუფი
ინტერი (იტალია), ვერდერი (გერმანია), ტოტენჰემი (ინგლისი), ტვენტე (ჰოლანდია)

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისთვის ფორტუნას მოწყალე თვალით ნამდვილად არ გადაუხედავს - "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, კვარტეტის ფავორიტი მაინც რაფა ბენიტესის გუნდია, მერვედფინალში გასვლის შანსი კი ჯგუფის სხვა ბინადრებსაც აქვთ.

"ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატის კარგად ესმის, რომ მის კლუბს მძიმე ბრძოლები ელის: "ძლიერი და ამავდროულად, თანაბრად დაკომპლექტებული ჯგუფია. მოდუნების უფლება არ გვაქვს, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ჩვენ ევროპულ ფეხბურთში ახალი ეპოქის შექმნა გვსურს და საამისოდ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება გვჭირდება. ამისთვის სრულიად მზად ვართ, დაე ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებით დავიწყოთ".

"ინტერზე ბევრს არ ვისაუბრებ, ჩვენი მეტოქე ევროპის საუკეთესო კლუბია და ამით ყველაფერია ნათქვამი. "ტოტენჰემიც" და "ტვენტეც" ასევე ძლიერი მოწინააღმდეგები არიან, მაგრამ სირთულეების გადალახვას შეჩვეულნი ვართ და მოახლოებულ ბრძოლებს დიდი ენთუზიაზმით ველის", - ამბობს ბრემენელთა მთავარი მწვრთნელი თომას შააფი.

B ჯგუფი
ლიონი (საფრანგეთი), ბენფიკა (პორტუგალია), შალკე (გერმანია), ჰაპოელი (ისრაელი)

ამ კვარტეტში მეტნაკლებად თანაბარი დონის გუნდები მოხვდნენ და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლის შანსი თითოეულ მათგანს აქვს. შეგვიძლია, ფავორიტად ბოლო გათამაშების ნახევარფინალისტი "ლიონი" მივიჩნიოთ, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ფრანგებსაც დიდი ჯაფა დაადგებათ. იმედი ვიქონიოთ, რომ შალკელი ლევან ყენიას მოედანზე დაბრუნება კიდევ არ გაჯანჯლდება და ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის დასკვნით მატჩებში მაინც მიიღებს მონაწილეობას.

C ჯგუფი
მანჩესტერი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი), რეინჯერსი (შოტლანდია), ბურსასფორი (თურქეთი)

ბრიტანული დერბი ყოველთვის მოვლენაა და გუშინდელმა წილისყრამ საშუალება მოგვცა, ამ სანახაობით ჩემპიონთა ლიგაში დავტკბეთ.
სერ ალექს ფერგიუსონი მეტოქეებით კმაყოფილი დარჩა: "არ ღირს წუწუნი, სასურველ ჯგუფში მოვხვდით. ჩვენი "რეინჯერსთან" კი დაპირისპირებით მთელი ევროპა ისიამოვნებს. ვფიქრობ, ამ მატჩებისთვის გლაზგოელებიც დიდი ენთუზიაზმით მოემზადებიან".
"მანიუს" შოტლანდიელ თავკაცს ეთანხმება "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი უოლტერ სმიტი: "ყველა ამბიციურ გუნდს სურს "ოლდ ტრაფორდზე" თავის გამოჩენა და დღეიდან ჩვენც სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ორ დიდებულ მატჩს იხილავენ".

"რეინჯერსი" დერბის ჭრილშია საინტერესო, თორემ "მანჩესტერთან" ერთად, მერვედფინალში გასვლის უკეთესი შანსი "ვალენსიას" უნდა ჰქონდეს. "მერვედფინალში ის გუნდები გავლენ, რომლებიც საკუთარ მოედანზე ცოტა ქულას დაკარგავენ", - ფიქრობს "ვალენსიას" მეკარე სესარ სანჩესი.

"ბურსასფორს" ფავორიტთა რიცხვს ვერაფრით მივაკუთვნებთ, მაგრამ თურქებისგან სიურპრიზი მაინც მოსალოდნელია - "ბურსასფორს" მერვედფინალის თუ არა, ევროპის ლიგის საგზურის მომტანი მესამე ადგილის დაკავების ძალა მაინც შესწევს.

D ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), კოპენჰაგენი (დანია), რუბინი (რუსეთი)

თუ ევროპული გრანდებიდან ვინმეს გაუმართლა, ეს უპირველესად, "ბარსელონაზე" ითქმის. თუმცა კატალონიელები უმოტივაციოდ მაინც ვერ ითამაშებენ, თუნდაც იმიტომ, რომ მათი ერთ-ერთი მეტოქე ყაზანის "რუბინია", რომელმაც შარშან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და გვარდიოლას გუნდი "კამპ ნოუზე" დაამარცხა. შეგახსენებთ, ლაშა სალუქვაძის გუნდმა ჯგუფიდან გასასვლელად შარშან ბოლო ტურამდე იბრძოლა და უძლიერეს ჯგუფში რომ არ მოხვედრილიყო, შესაძლოა, მიზნისთვისაც მიეღწია.

ახლა საამისოდ ყურბან ბერდიევის გუნდს გაცილებით უკეთესი პირობები აქვს შექმნილი და ვნახოთ, ამჯერად როგორ დასრულდება რუსეთის ჩემპიონთა ევროპული ოდისეა.
"რუბინსა" და "პანათინაიკოსთან" უკვე გვითამაშია, "კოპენჰაგენი" კი ჩვენთვის უცნობი მოწინააღმდეგეა და ეს უკვე საინტერესოა. გასაგებ მიზეზთა გამო, ყველაზე პრინციპულ მეტოქედ "რუბინს" განვიხილავთ და ვიმედოვნებთ, რომ მას ორივე მატჩში დავამარცხებთ", - აცხადებს "ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი ანდონი სუბისარეტა.

"ყაზანელი ფანებისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება "ბარსელონას" ზედიზედ მეორედ ხილვა, ჩვენი გუნდისთვის კი მის წინააღმდეგ თამაში ახალი გამოწვევაა. მერვედფინალში გასვლა რეალურად მიმაჩნია, მაგრამ "პანათინაიკოსსა" და "კოპენჰაგენს" ძლიერ მეტოქეებად მივიჩნევ", - ეს ყურბან ბერდიევის სიტყვებია.   

E ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია), რომა (იტალია), ბაზელი (შვეიცარია), კლუჟი (რუმინეთი)

ვერ ვიტყვით, რომ წინა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს ძალიან ძლიერი ჯგუფი შეხვდათ. ბუნებრივია, "ბაიერნს" ყველა მეტოქე დიდ ბრძოლას გაუმართავს, მაგრამ ჯგუფის უდავო ფავორიტი ლუის ვან გაალის გუნდია. "საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა. ერთადერთი, რითაც კმაყოფილი ვარ, ისაა, რომ შორეული მგზავრობები არ მოგვიწევს", - ამბობს მიუნხენელთა თავკაცი.

აქ ყველაზე საინტერესო რა თქმა უნდა, "ბაიერნისა" და "რომას" მატჩები იქნება, მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი, რაც გერმანელთა და შვეიცარიელთა დაპირისპირებას დამატებით ეშხს ჰმატებს - "ბაზელს" ხომ "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ტორსტენ ფინკი წვრთნის, რომელიც თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშს მოულოდნელად ელის: "მოხარული ვარ, რომ ბედმა "ბაიერნის" მეტოქეობა მარგუნა. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველი. "ბაიერნი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ახლა მის დასამარცხებლად ვიბრძოლებ. "ბაიერნთან" ერთად, ჯგუფის ფავორიტად "რომა" მიმაჩნია, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ შარშან ევროპის ლიგაზე იგი 2:0 დავამარცხეთ".

"რომას" "კლუჟთანაც" ცუდი მოგონებები აკავშირებს - რომაელები რუმინელებთან ლიგაზე უკვე დამარცხებულან და ახლა რევანშის აღებას აპირებენ. "ჩემპიონთა ლიგაში სუსტი მეტოქეები არ არსებობს. უნდა დავამტკიცოთ, რომ "ბაზელსა" და "კლუჟზე" უკეთესი გუნდი გვყავს და "ბაიერნსაც" ტოლ-სწორად უნდა ვებრძოლოთ", - ამბობს "რომას" დამრიგებელი კლაუდიო რანიერი.

F ჯგუფი
ჩელსი (ინგლისი), მარსელი (საფრანგეთი), სპარტაკი (რუსეთი), ჟილინა (სლოვაკეთი)

ჯანო ანანიძე "ჩელსის" წინააღმდეგ - ეს უკვე საინტერესოა. იმედი ვიქონიოთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი შუახაზელი ჩემპიონთა ლიგასიც გაიბრწყინებს. ნეიტრალური მაყურებლისთვის კი ჯგუფი დიდად მიმზიდველი არ უნდა იყოს. ისიც აღსანიშნავია, რომ დიდიე დროგბა თავის ყოფილ კლუბს, "მარსელს" დაუპირისპირდება.

ლონდონელი "არისტოკრატები" ჯგუფის უდავო ფავორიტები არიან, მეორე ადგილისთვის კი ალბათ, ფრანგები და რუსები იბრძოლებენ. თუმცა არც "ჟილინას" ჩამოწერა ღირს. სლოვაკებმა ხომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რიხით შეაბიჯეს.

G ჯგუფი
მილანი (იტალია), რეალი (ესპანეთი), აიაქსი (ჰოლანდია), ოსერი (საფრანგეთი)

"სიკვდილის ჯგუფი" უპირველესად, ამ ოთხეულს უნდა ვუწოდოთ. რაღა თქმა უნდა, დღევანდელ "აიაქსს" გრანდების კატეგორიას ვერაფრით მივაკუთვნებთ, მაგრამ არც იმდენად სუსტია, "მილანსა" და "რეალს" ღირსეული წინააღმდეგობა რომ ვერ გაუწიოს. უნდა შევაქოთ "ოსერიც", რომელმაც ჯგუფში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დამაჯერებელი ძლევით შეაღწია.

ჯგუფი ყველაზე "ტიტულოვანიცაა". "მილანის", "რეალისა" და "აიაქსის" ტიტულების კოლექციაში ხომ ჩემპიონთა თასები უხვად მოიძებნება. ისიც ვთქვათ, რომ წილისყრისას პირველ კალათაში "მილანი" იყო მოთავსებული, სამეფო კლუბმა კი ეს პატივი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან პერმანენტული გავარდნის გამო დაკარგა. ამ ორ გუნდს შორის ბოლო წლებში არაერთი მატჩი გამართულა და მათი უმეტესობა შესანიშავი სანახაობა იყო.

"რაღა თქმა უნდა, უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ თუ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში მყოფნი შევხვდით, მერვედფინალში გასვლა არ გაგვიჭირდება", - ამბობს "მილანის" ახალი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი.
"მილანი" რომ ყოველთთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, ამას წყალი არ გაუვა, მესამე და მეოთხე კალათებიდან კი წილისყრამ უძლიერესი მოწინააღმეგეები გვარგუნა", - აცხადებს "რეალის" სპორტული დირექტორი ემილიანო ბუტრაგენიო.

"სახელების არ გვეშინია, იმის გამო, რომ ძლიერი მეტოქეები გვერგო, ხასიათი არ გაგვფუჭებია. "აიაქსი" მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და ახალი გამოწვევებისთვის მზადაა", - ასეთია ამსტერდამელთა თავკაცის, მარტინ იოლის განწყობა.

H ჯგუფი
არსენალი (ინგლისი), შახტარი (უკრაინა), ბრაგა (პორტუგალია), პარტიზანი (სერბეთი)

"ბრაგამაც" და "პარტიზანმაც" შთამბეჭდავი ფეხბურთით შეძლეს ჩემპიონთა ლიგის ძირითად რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება და ამიტომაც არც იქ იქნებიან განწირულნი. უკრაინელები კი შეეცდებიან, ჯგუფში პირველი ადგილი ინგლისელებს წაართვან. "არსენალისა" და "შახტარის" დაპირისპირება ხომ ისედაც საინტერესო იქნებოდა და ახლა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს დამატებით ინტრიგას ედუარდო შეჰმატებს. შეგახსენებთ, ბრაზილიური წარმოშობის ხორვატმა ფორვარდმა ლონდონიდან დონეცკს სულ ახლახანს მიაშურა.

A ჯგუფი

14.09
ტვენტე-ინტერი
ვერდერი-ტოტენჰემი

29.09
ინტერი-ვერდერი
ტოტენჰემი-ტვენტე

20.10
ტვენტე-ვერდერი
ინტერი-ტოტენჰემი

02.11
ტოტენჰემი-ინტერი
ვერდერი-ტვენტე

24.11
ტოტენჰემი-ვერდერი
ინტერი-ტვენტე

07.12
ვერდერი-ინტერი
ტვენტე-ტოტენჰემი

B ჯგუფი

14.09
ლიონი-შალკე    
ბენფიკა-ჰაპოელი

29.09
ჰაპოელი-ლიონი
შალკე-ბენფიკა

20.10
ლიონი-ბენფიკა
შალკე-ჰაპოელი

02.11
ბენფიკა-ლიონი
ჰაპოელი-შალკე

24.11
შალკე-ლიონი
ჰაპოელი-ბენფიკა

07.12
ბენფიკა-შალკე
ლიონი-ჰაპოელი

C ჯგუფი

14.09
ბურსასფორი-ვალენსია
მანჩესტერი-რეინჯერსი

29.09
ვალენსია-მანჩესტერი
რეინჯერსი-ბურსასფორი

20.10
რეინჯერსი-ვალენსია    
მანჩესტერი-ბურსასფორი

02.11
ბურსასფორი-მანჩესტერი
ვალენსია-რეინჯერსი

24.11
რეინჯერსი-მანჩესტერი
ვალენსია-ბურსასფორი

07.12
მანჩესტერი-ვალენსია
ბურსასფორი-რეინჯერსი

D ჯგუფი

14.09
ბარსელონა-პანათინაიკოსი
კოპენჰაგენი-რუბინი

29.09
რუბინი-ბარსელონა
პანათინაიკოსი-კოპენჰაგენი

20.10
ბარსელონა-კოპენჰაგენი
პანათინაიკოსი-რუბინი

02.11
კოპენჰაგენი-ბარსელონა
რუბინი-პანათინაიკოსი

24.11
პანათინაიკოსი-ბარსელონა
რუბინი-კოპენჰაგენი

07.12
კოპენჰაგენი-პანათინაიკოსი
ბარსელონა-რუბინი

E ჯგუფი

15.09
ბაიერნი-რომა
კლუჟი-ბაზელი

28.09
ბაზელი-ბაიერნი
რომა-კლუჟი

19.10
რომა-ბაზელი
ბაიერნი-კლუჟი

03.11
კლუჟი-ბაიერნი
ბაზელი-რომა

23.11
რომა-ბაიერნი
ბაზელი-კლუჟი

08.12
კლუჟი-რომა
ბაიერნი-ბაზელი

F ჯგუფი

15.09
ჟილინა-ჩელსი
მარსელი-სპარტაკი

28.09
ჩელსი-მარსელი
სპარტაკი-ჟილინა

19.10
სპარტაკი-ჩელსი
მარსელი-ჟილინა

03.11
ჟილინა-მარსელი
ჩელსი-სპარტაკი

23.11
სპარტაკი-მარსელი
ჩელსი-ჟილინა

08.12
მარსელი-ჩელსი
ჟილინა-სპარტაკი

G ჯგუფი

15.09
რეალი-აიაქსი
მილანი-ოსერი

28.09
აიაქსი-მილანი
ოსერი-რეალი

19.10
რეალი-მილანი
აიაქსი-ოსერი

03.11
მილანი-რეალი
ოსერი-აიაქსი

23.11
ოსერი-მილანი
აიაქსი-რეალი

08.12
მილანი-აიაქსი
რეალი-ოსერი

H ჯგუფი

15.09
არსენალი-ბრაგა
შახტარი-პარტიზანი

28.09
პარტიზანი-არსენალი
ბრაგა-შახტარი

19.10
არსენალი-შახტარი
ბრაგა-პარტიზანი

03.11
შახტარი-არსენალი
პარტიზანი-ბრაგა

23.11
ბრაგა-არსენალი
პარტიზანი-შახტარი

08.12
შახტარი-ბრაგა
არსენალი-პარტიზანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული