გრანდების დღე ლიგაში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ საღამოს განსაკუთრებული სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. თითქმის ყველა მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. ერთადერთი, მოსკოვის "სპარტაკის" საფრანგეთში გამარჯვება შეგვიძლია გამოვარჩიოთ, მაგრამ განსაკუთრებულ სენსაციას ვერც ამ შეხვედრას ვუწოდებთ.

რუსეთის "სახალხო გუნდმა" მარსელში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჯანო ანანიძის გარეშე მოიპოვა. მატჩის ბოლოსკენ "სპარტაკი" დაწინაურდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოველთა თავკაცმა ვალერი კარპინმა ქართველმა ვუნდერკინდი სათადარიგოთა სკამზე სწორედ იმის გამო დატოვა, რომ "სპარტაკის" მთავარი საზრუნავი უკვე საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო. იმედია, ჯანოს სალიგო დებიუტი მომდევნო ტურში შედგება. "ჩელსიმ" F ჯგუფის ფავორიტის სტატუსი
გაამართლა და სლოვაკეთიდან იოლი გამარჯვება წაიღო.

"რომას" წევრებს გუშინ მიუნხენში ფრის გარდა, სხვა შედეგზე არც უფიქრიათ. იტალიელებმა თითქმის მთელი მატჩი საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვულებმა გაატარეს და სანუკვარ ქულასთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ "ბაიერნის" უფრო მაღალმა კლასმა მაინც გაიტანა თავისი და თომას მიულერის მიერ ეფექტურად მოჭრილმა ბურთმა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ამას კი სულ მალე მიროსლავ კლოზეს შედეგიანი დარტყმა და ჯგუფში მიუნხენელთა გალიდერება მოჰყვა. "კლუჟმა" სასტარტო გამარჯვებას ორი სწრაფი გოლის წყალობით მიაღწია და იმის მიუხედავად, რომ "ბაზელმა" ერთი ბურთი გაქვითა და ამის შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, რუმინელებს ძვრა მაინც ვერ უყო.

ფავორიტებმა დამაჯერებლად მოიგეს უძლიერესად აღიარებულ G ჯგუფშიც. "რეალმა" გამარჯვებისკენ ნაბიჯი პირველივე ტაიმში გადადგა, "მილანმა" კი "ოსერი" მოგვიანებით გატეხა. როსონერის ქომაგებს კმაყოფილების საბაბი ნამდვილად აქვთ - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძვირფასი შენაძენია.

"არსენალი" ფავორიტი კი იყო, მაგრამ მის ასეთ თავბრუდამხვევ გამარჯვებას ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე. "ბრაგა" რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, ეს პორტუგალიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე "სევილიას" დამაჯერებელი ძლევითაც დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ "მეთოფეებს" მეტისმეტად დაეჩაგრინენ. ჯგუფის მეორე ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა "შახტარმა", რომელმაც ხორვატი კაპიტნის, დარიო სრნას მიერ ეფექტურად შესრულებული საჯარიმოთი მოიგო.



E ჯგუფი

ბაიერნი-რომა 2:0
ბაიერნი:
ბუტი – ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო – ვან ბომელი, შვაინშტაიგერი – მიულერი (82. პრანიჩი), კროოსი, ალტინტოპი (68. კლოზე) – ოლიჩი (68. გომესი).
რომა: ჟულიო სერჟიო – როსი, ბურდისო, ჟუანი, კასეტი – ბრიგი, პიზარო, დე როსი, პეროტა – ტოტი (79. მენეზი) – ბორიელო.
გოლები: 1:0 მიულერი (79), 2:0 კლოზე (83).
მაყურებელი: 69 000
არბიტრი: ს. ლანუა (საფრანგეთი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბაიერნი
პირველი კუთხური: რომა
პირველი ჯარიმა: რომა
პირველი გაფრთხილება: ბაიერნი
24(6) დარტყმა 6(3)
13 ჯარიმა 14
6 კუთხური 5
1 გაფრთხილება 0
74% ბურთის ფლობა 26%



კლუჟი-ბაზელი 2:1
კლუჟი: ნუნუ კლარო – პანინი, კადუ, უგო ალკანტარა, რადა – კულიო, ჰორა (54. ე. კონე), მურესანი, დიკა – ტრაორე (79. სფორცინი), რაფაელი (54. დე ზერბი).
ბაზელი: კოსტანცო – ინკოომი, აბრაჰამი, ათანი, საფარი (73. ტემბო) – ჰუგელი, იაპი – შაქირი, შტოკერი (73. ჩიპერფილდი) – ფრაი, შტრელერი.
გოლები: 1:0 რადა (9), 2:0 ტრაორე (12), 2:1 შტოკერი (45).
მაყურებელი: 35 000
არბიტრი: ა. კელი (ირლანდია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: კლუჟი
პირველი კუთხური: ბაზელი
პირველი ჯარიმა:Lკლუჟი
პირველი გაფრთხილება: კლუჟი
9(3) დარტყმა 12(3)
17 ჯარიმა 17
5 კუთხური 13
2 გაფრთხილება 1
29% ბურთის ფლობა 71%


F ჯგუფი

მარსელი-სპარტაკი 0:1
მარსელი: მანდანდა – ასპილიკუეტა, ჰილტონი, ჰაინცე, ტაივო – ლ. გონსალესი (84. ჟ. აიუ), ე. სისე, ბენუა შეირუ – ვალბუენა, ა. აიუ – ბრანდაო (62. ჟინიაკი).
სპარტაკი: დიკანი – პარშივლიუკი, პარეხა, სუხი, მაკეევი – შეშუკოვი (88. არი), იბსონი – მაკგიდი (83. საბიტოვი), ალექსი (90. შტრანცლი), დ. კომბაროვი – ველიტონი.
გოლი: 0:1 ასპილიკუეტა (81 ს.კ.).
მაყურებელი: 40 000
არბიტრი: ფ. მაიერი (გერმანია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მარსელი
პირველი კუთხური: სპარტაკი
პირველი ჯარიმა:Lსპარტაკი
პირველი გაფრთხილება: ალექსი
27(7) დარტყმა 6(0)
18 ჯარიმა 18
8 კუთხური 3
1 გაფრთხილება 1
57% ბურთის ფლობა 43%


ჟილინა-ჩელსი 1:4
ჟილინა: დუბრავკა – გულდანი (70. ანგელოვიჩი), პიაჩეკი, პეჩალკა, მრაზი – იეჟი, ბელო – რილკე (57. პოლიაჩეკი), ჩესაი (62. მაიტანი), ვლადავიჩი – ორავეცი.
ჩელსი: ჩეხი – ივანოვიჩი, ალექსი, ტერი, ჟირკოვი – ესიენი, მიკელი, ბენაიუნი – სტარიჯი (62. კაკუტა), მალუდა (88. ვან ანჰოლტი) – ანელკა.
გოლები: 0:1 ესიენი (13), 0:2 ანელკა (25), 0:3 ანელკა (28), 0:4 სტარიჯი (47).
მაყურებელი: 6 311
არბიტრი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ჩელსი
პირველი კუთხური: ჩელსი
პირველი ჯარიმა:Lჟილინა
პირველი გაფრთხილება: -
23(5) დარტყმა 13(6)
12 ჯარიმა 14
5 კუთხური 4
0 გაფრთხილება 0
42% ბურთის ფლობა 58%


G ჯგუფი

მილანი-ოსერი 2:0
მილანი: აბიატი – ძამბროტა, ნესტა, ბონერა, ანტონინი (71. აბატე) – ამბროზინი (15. კ.პ. ბოატენგი), პირლო, ზეედორფი – პატო (55. რობინიო), რონალდინიო – იბრაჰიმოვიჩი.
ოსერი: სორინი – ჰენგბარტი, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი – ოლიე, პედრეტი, ნდინგა, ბირსა (73. ლე ტალეკი) – ლანგილი (80. შაფნი) – იელენი.
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (66), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (69).
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: პ. ბალაი (რუმინეთი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მილანი
პირველი კუთხური: ოსერი
პირველი ჯარიმა:Lმილანი
პირველი გაფრთხილება: ოსერი
12(4) დარტყმა 10(3)
13 ჯარიმა 11
8 კუთხური 3
2 გაფრთხილება 1
64% ბურთის ფლობა 36%



რეალი-აიაქსი 2:0
რეალი: კასილასი – არბელოა, რიკარდო კარვალიო, პეპე, მარსელო – ხაბი ალონსო (83. ლ. დიარა), ხედირა – დი მარია (80. პედრო ლეონი), იოზილი (88. კანალესი), კრისტიანო რონალდუ – იგუაინი.
აიაქსი: სტეკელენბურგი – ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ოიერი, ანიტა – დე ზეუვი (69. ტაინიო), ენო, ემანუელსონი – დე იონგი – ელ ჰამდაუი, სულეიმანი (85. ერიკსენი).
გოლები: 1:0 ანიტა (31 ს.კ.), 2:0 იგუაინი (73).
მაყურებელი: 60 000
არბიტრი: დ. სკრომინა (სლოვენია)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რეალი
პირველი კუთხური: აიაქსი
პირველი ჯარიმა:Lაიაქსი
პირველი გაფრთხილება: აიაქსი
35(14) დარტყმა 8(1)
7 ჯარიმა 7
11 კუთხური 3
1 გაფრთხილება 1
64% ბურთის ფლობა 36%


H ჯგუფი

არსენალი-ბრაგა 6:0
არსენალი: ალმუნია – სანია, კოსიელნი, სკილაჩი, კლიში – სონგი (63. დენილსონი), უილშირი – ნასრი, ფაბრეგასი, არშავინი (70. ებუე) – შამახი (63. ველა).
ბრაგა: ფელიპე – მიგელ გარსია, მოისესი, როდრიგესი, სილვიო – ვანდინიო, ლუის აგილარი, უგო ვიანა (55. მარსიო მოსორო) – ალანი, პაულუ სესარი (70. ელდერ ბარბოსა) – მატეუსი (60. ლიმა).
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (9. პენ.), 2:0 არშავინი (30), 3:0 შამახი (34), 4:0 ფაბრეგასი (53), 5:0 ველა (68), 6:0 ველა (83)
მაყურებელი: 59 000
არბიტრი: ა. ჰამერი (ლუქსემბურგი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: არსენალი
პირველი კუთხური: არსენალი
პირველი ჯარიმა: ბრაგა
პირველი გაფრთხილება: ბრაგა
14(9) დარტყმა 7(2)
19 ჯარიმა 12
2 კუთხური 0
1 გაფრთხილება 2
63% ბურთის ფლობა 37%

შახტარი-პარტიზანი 1:0
შახტარი:
პიატოვი – კუხერი, რაკიტსკი, სრნა, რაცი – ჰუბშმანი, გაი – დუგლას კოშტა, ჟადსონი (58. ალექს ტეიშეირა), ვილიანი – ლუის ადრიანო.
პარტიზანი: სტოიკოვიჩი – მილიკოვიჩი, სავიჩი, კრსტაიჩი (90. სტანკოვიჩი), ლაზევსკი – მედო, სმილიანიჩი (74. პეტროვიჩი), ს. ილიჩი, ტომიჩი – ილიევი (58. ბოია), კლეო.
გოლი: 1:0 სრნა (70)
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: კ. ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: შახტარი
პირველი კუთხური: პარტიზანი
პირველი ჯარიმა:Lპარტიზანი
პირველი გაფრთხილება: შახტარი
13(8) დარტყმა 7(3)
17 ჯარიმა 23
4 კუთხური 3
1 გაფრთხილება 2
64% ბურთის ფლობა 36%

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული