სამშაბათს ჰოლანდიელი რობი კინმა შეცვალა. "სფურზის" ექიმებისთვის თავიდანვე ნათელი შეიქნა რა ტკიოდა ჰოლანდიელს, მაგრამ რამდენად სერიოზული იყო ტრავმა ეს ვერ გათვალეს.
აღსანიშნავია, რომ 8 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფეხბურთელი საყოველთაო აზრით ლონდონელთა მწვრთნელის ჰარი რედნაპის გონივრული შენაძენია. მატჩის შემდეგ "სფურზის" ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა თქვა:
"ის აშკარად სხვა დონისა და კლასის მოთამაშეა. უნდა ნახოთ როგორ თამაშობს ცენტრფორვარდის
კრაუჩისთვის "ვერდერთან" თამაში წესით კარგად მოსაგონარი უნდა იყოს. ტანმაღალმა ფორვარდმა ჯერ იყო და მეტოქის მცველს პეტრი პასანენს საკუთარ კარშის გოლის შეგდება "აიძულა", შემდეგ კი თავად შეაგდო კლასიკური თავურით, მაგრამ მოგეხსენებათ, "სფურზმა", რომელიც 2:0-ს იგებდა ორი გოლი გაუშვა და ინგლისელი თავდამსხმელიც აღიარებს, რომ ამ შეხვედრაში სასიხარულოზე მეტი ჭკუის სასწავლებელი იყო.
"ჩვენ აშკარად სასწავლი გვაქვს როგორ უნდა ჩავკლათ მეტოქეთა წინააღმდეგობა".