ფინკი ბაიერნს ემუქრება

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და "ბაზელის" საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაა იმითაა საინტერესო, რომ შვეიცარიელებს მიუნხენელთა ყოფილი ნახევარმცველი ტორსტენ ფინკი წვრთნის. შეგახსენებთ, ფინკმა "ბაიერნის" შემადგენლობაში არაერთი წარმატებული სეზონი გაატარა და მასთან ერთად უამრავი ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ახლა კი ფინკი აპირებს, საკუთარი კლასი მწვრთნელის ამპლუაში, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ბრძოლაში დაამტკიცოს. ამასთან, ტორსტენი იმაშიც გამოტყდა, რომ "ბაიერნის" მწვრთნელობაზე ოცნებობს.

"წყვილის ფავორიტი რაღა თქმა უნდა, "ბაიერნია", მაგრამ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ, მისი დამარცხებაც შეგვიძლია. თუმცა არც ის გვავიწყდება, რომ
ჩვენი მეტოქე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი და არათუ ჩვენი ჯგუფის, არამედ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. იქ გატარებული წლები არასდროს დამავიწყდება, თუმცა ახლა "ბაზელში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამასთან, არც იმას დავმალავ, რომ ჩემი უმთავრესი ოცნება "ბაიერნის" მწვრთნელობაა", - ამბობს ფინკი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული