პარალელები: 1997-2013
- გერმანიის ჩემპიონი 1997 წელსაც "ბაიერნი" გახდა.
- 1997 წელს გერმანიის თასი "შტუტგარტმა" მოიგო და დიდი შანსია, რომ ახლაც მოიგოს (ერთ კვირაში ფინალში "ბაიერნს" ხვდება)
- 1997 წელს პირველი ბუნდესლიგიდან დიუსელდორფის "ფორტუნა" გავარდა. ისევე, როგორც ახლა.
- ისევე, როგორც 1997 წელს, მეორედან
- 1997 წელს "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ბუნდესლიგის ბოლო მატჩი 1:2 წააგო. ასე მოხდა ახლაც: "ბორუსია" ბოლო ტურში "ჰოფენჰაიმთან" სწორედ 1:2 დამარცხდა.
- ისევე, როგორც 1997 წელს, "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ბოლო ტურში ახლაც მიონხენგლადბახში ითამაშა.
- ზუსტად ისე, როგორც 1997 წელს, გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ახლაც "ლევერკუზენის" ფეხბურთელი გახდა - მაშინ ულფ კირსტენი, ახლა შტეფან კისლინგი.
- 1997 წელს გერმანიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დორტმუნდელი მათიას ზამერი თამაშობდა, 2013 წელს კი - ასევე დორტმუნდელი მარკო როისი.
- "ბაიერნის" საუკეთესო გოლეადორმა ბუნდესლიგაში 1997 წელსაც 15 გოლი გაიტანა და 2013-შიც - მაშინ ეს იურგენ კლინსმანმა გაკეთა, ახლა კი მარიო მანჯუკიჩმა.
- ისევე, როგორც 1997-ში, "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ორივე ბუნდესლიგაში ახლაც ფრედ დასრულდა.
- ისევე, როგორც 1997 წელს, ინგლისის ჩემპიონი ახლაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა, ხოლო წლის მწვრთნელად კი სერ ალექს ფერგიუსონი დაასახელეს.
- იტალიის ჩემპიონი 1997 წელსაც "იუვენტუსი" გახდა, პორტუგალიის - "პორტუ", თურქეთის - "გალათასარაი", საქართველოსი - თბილისის "დინამო"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"