იურგენ კლოპი: პირველ ტაიმში "მარსელზე" 6 კილომეტრით მეტი ვირბინეთ [VIDEO]

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მარსელთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესანიშნავი მატჩი იყო. ვალდებულები ვიყავით, მაღალ ტემპში გვეთამაშა. რამდენიმე კილომეტრით ნაკლები რომ გაგვერბინა, ბევრი პრობლემა შეგვექმნებოდა, რადგან "მარსელი" კარგი გუნდია.

სერიოზულ მეტოქესთან შესანიშნავად ვითამაშეთ. ჩემმა გუნდმა ამოცანა შეასრულა და ახლა ჯგუფში კარგი მდგომარეობა გვაქვს. ზუსტად ამის მიღწევა გვინდოდა.

პირველ ტაიმში მეტოქეზე 6 კილომეტრით მეტი ვირბინეთ და ეს ფაქტორი, ჩემი აზრით, გადამწყვეტი გახდა.

თუ "ბორუსია" ყოველთვის ასე ითამაშებს, მშვიდად ვადევნებ თვალს მატჩს ტრიბუნიდან,
თუმცა ბოლომდე დამშვიდება მაინც არ შეიძლება",
- თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის გერმანელი სპეციალისტი შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, რადგან "ნაპოლისთან" მატჩში არბიტრთან კამათის გამო დისკვალიფიცირებული იყო.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული