"შესანიშნავი მატჩი იყო. ვალდებულები ვიყავით, მაღალ ტემპში გვეთამაშა. რამდენიმე კილომეტრით ნაკლები რომ გაგვერბინა, ბევრი პრობლემა შეგვექმნებოდა, რადგან "მარსელი" კარგი გუნდია.
სერიოზულ მეტოქესთან შესანიშნავად ვითამაშეთ. ჩემმა გუნდმა ამოცანა შეასრულა და ახლა ჯგუფში კარგი მდგომარეობა გვაქვს. ზუსტად ამის მიღწევა გვინდოდა.
პირველ ტაიმში მეტოქეზე 6 კილომეტრით მეტი ვირბინეთ და ეს ფაქტორი, ჩემი აზრით, გადამწყვეტი გახდა.
თუ "ბორუსია" ყოველთვის ასე ითამაშებს, მშვიდად ვადევნებ თვალს მატჩს ტრიბუნიდან,
შეგახსენებთ, რომ 46 წლის გერმანელი სპეციალისტი შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, რადგან "ნაპოლისთან" მატჩში არბიტრთან კამათის გამო დისკვალიფიცირებული იყო.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვითასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში [VIDEO]