ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. D ჯგუფი: ყანა ჩვენ რას დაგვაკლებს?! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. D ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 3 0 0 11-1 9
2. სიტი 3 2 0 1 6-4 6
3. ცსკა 3 1 0 2 4-7 3
4. პლზენი 3 0 0 3 2-11 0

ჯგუფის პირველ შეხვედრაში "ხიმკის" საშინელ საფარზე ცსკა-მ "სიტის" უმასპინძლა.

მიუხედავად ამისა, "ქალაქელთა" ლიდერები მაინც ახერხებდნენ საკუთარი ტექნიკური არსენალის დემონსტრირებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო გამოირჩეოდნენ.

სტუმართა უკანა ხაზში არსებულმა პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. ხავი გარსიამ კიდევ
ერთხელ დაამტკიცა, რომ დაცვაში თამაში მისი საქმე არ არის.

ესპანელმა აკინფეევის გრძელი პასის შემდეგ მეორე სართულზე წააგო ბრძოლა, ტოშიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტექნიკური დარტყმით ბურთი ჰარტს თავზე გადაავლო.

"სიტიმ" მალევე უპასუხა. იგნაშევიჩმა მოგერიების ნაცვლად აგუეროს ბურთი მოხერხებულად გაუსწორა. არგენტინელმა ახლოდან იოლი ბურთი შეაგდო.

ათ წუთში ისევ სერხიო აღმოჩნდა "საცეცხლე პოზიციაზე". "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ ტანმორჩილმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეორედ დასცხო შედეგიანი თავური.

თამაშის დასრულებამდე ყველაზე რეალური მომენტი სილვას შეექმნა, თუმცა ძლიერი დარტყმა აღარ გამოუვიდა და ბურთს მეკარე ადგილზე დახვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ცსკა-მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 ტოშიჩი (32), 1:1 აგუერო (34), 1:2 აგუერო (42)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი (6. ა. ბერეზუცკი), იგნაშევიჩი, შენიკოვი - ვერბლუმი, მილანოვი - ზუბერი (50. მუსა), ჰონდა, ტოშიჩი - დუმბია
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი, ხ. გარსია, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე - ნავასი, დ. სილვა (80. ნასრი), აგუერო (89. კლიში) - ნეგრედო (72. ჯეკო)
გაფრთხილება: ვერბლუმი, იგნაშევიჩი, მუსა - ნეგრედო, ი. ტურე, საბალეტა
კუთხური: 3-7 კარში დარტყმა: 17-27 (8-10) თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 12-15 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 14 000

* * *
მეორე შეხვედრას რაც შეეხება: მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ მატჩის დეტალებზე ლაპარაკს, სადაც ერთი გუნდი მეორეზე ხუთჯერ მეტ პასს აკეთებს, საღ აზრს მოკლებულია.

გულწრფელად ვაღიარებთ, სხვანაირ შედეგს არც ველოდით, თუნდაც იმის გამო, რომ მასპინძელს მე-5 წუთზევე შეეძლო 3:0 წაეყვანა ანგარიში.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ წუხელ "ალიანს არენაზე" დამყარდა ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი, რომლის "გაუმჯობესებას" უკვე ვეღარავინ მოახერხებს - "პლზენს" მანუელ ნოიერის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამს.

ბურთს მონატრებული გერმანელი მეკარე რამდენჯერმე საჯარიმოდანაც კი გამოიქცა. მეორე ტაიმს თავისი ხიბლი შესძინეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა. მარიო გიოტცემ მოედანზე გამოჩენიდან რამდენიმე წამში გააკეთა საგოლე გადაცემა, მერე კი შეხვედრას წერტილიც დაუსვა.

არიენ რობენმა დაასრულა სარეკორდო 5-მატჩიანი საგოლე სერია, რომელიც ჯერ კიდევ შარშანდელი გათამაშების 1/2-ფინალებში დაიწყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბაიერნი-პლზენი 5:0
გოლები: 1:0 რიბერი (25-პენ), 2:0 ალაბა (37), 3:0 რიბერი (61), 4:0 შვაინშტაიგერი (64), 5:0 გიოტცე (90+1)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, კონტენტო, ვან ბუიტენი, ალაბა - ლამი (63. გიოტცე) - შვაინშტაიგერი, კროოსი, რიბერი (67. მიულერი), რობენი - მანჯუკიჩი (71. პისარო)
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რეზნიკი, ჩიშოვსკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი (75. კოვარიკი) - პროჰაზკა, ჰორვატი (63. დურისი) - რაიტორალი, ჰორავა, პერჟელა (86. ტეცლი) - კოლარჟი
გაფრთხილება: - ჰუბნიკი, ლიმბერსკი, კოზაჩიკი
კარში დარტყმა: 55-0 (21-0) კუთხური: 10-2 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 6-15 ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 68 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ხოსეპ გვარდიოლა: კმაყოფილი ვარ, კარგად ვთამაშობდით


მომდევნო ტური
5 ნოემბერი:
პლზენი-ბაიერნი, მანჩესტერ სიტი-ცსკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული