ფერგიუსონი: ჯერჯერობით რუნის თამაშს სიმსუბექე აკლია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგაში, "რეინჯერსთან" 1:0 მოგებული მატჩის კომენტარისას უეინ რუნის საბრძოლო ჟინზეც ისაუბრა. თავდამსხმელი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა,რომელიც  87-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

"უეინ რუნიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმის საკუთარ თავზე აღებით ჭეშმარიტად სიმამაცე გამოავლინა, მან ხომ ამ მომენტამდე რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ჯერჯერობით მის თამაშს სიმსუბუქე აკლია და ყოველი გოლი დიდი შრომის ფასად გააქვს.

დღეს მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ უკვე "ვალენსიასთან" საშინაო მატჩზე უნდა გადავერთოთ. ესპანურ გუნდთან მოსაგებად ვითამაშებთ - ჯგუფში პირველი ადგილის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ამიტომ
მოედანზე ოპტიმალური, საბრძოლო შემადგენლობით გამოვალთ. ყოველ წელს შიდა ტურნირებსა და ევროთასებზე ასპარეზობას ერთმანეთს ვუთავსებთ, რასაც ამჟამადაც უნდა გავართვათ თავი", - განაცხადა ფერგიუსონმა.

მომზადებულა uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული