მანუელ პელეგრინი: "ბარსელონასი" არ მეშინია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ 1/8-ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ბარსელონასთან" მატჩები შანსია, გავარკვიოთ, რამდენად კარგები ვართ. დიახ, მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ძალიან გამოცდილი და მანდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი გვყავს, სადაც ძლიერი ფეხბურთელები არიან.

"ბარსელონასი" არ მეშინია და იმედი მაქვს, რომ საშინაო მატჩს მოვიგებთ",
- თქვა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ "სიტი"-"ბარსელონა" 18 თებერვალს, 23:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული