სტალე სოლბაკენი: შანსი გვაქვს ისტორიაში შევიდეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის 6-ე ტურის მატჩის წინ "პანათინაიკოსთან", "კოპენჰაგენის" მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი თავის ფეხბურთელებს მოუწოდებს გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღონ, რათა კლუბმა თავის ისტორიაში პირველად ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეიოფში გასვლა შეძლოს. ამასთან, მან დასძინა, რომ არანაირად არ ამცირებს ბერძნული კლუბის ძალას, რომელმაც ევროთასებზე ბრძოლის გაგრძელების ყველანაირი შანსი უკვე დაკარგა.

"მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. "რუბინთან" მატჩში ხოსეპ გვარდიოლა ძირითადის ფეხბურთელებს დაასვენებს, ამიტომ მისაღები შედეგის მიღწევის შანსი რუსულ კლუბს საგრძნობლად ეზრდება. ამჟამად ჩემი გუნდი საკუთარი ძალებისადმი რწმენით აღსავსეა და ფეხბურთელები ყაზანში
წაგებამაც კი ვერ დათრგუნა. ბერძნებთან მატჩისთვის ყველანი მოვლენების ჩვენს სასარგებლოდ განვითარებისთვის ვართ განწყობილნი", - ამბობს სოლბაკენი.

"მართალია, ისინი უკვე ვერაფერზე აცხადებენ პრეტენზიას, მაგრამ მოწინააღმდეგის შესაძლებლობათა დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ მოედანზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლით გამოვალთ, "პანათინაიკოსს" კი პასუხისმგებლობის ტვირთი უკვე მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი შანსი გვაქვს ჩვენი სახელი ისტორიაში ჩავწეროთ", - განაცხადა სოლბაკენმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული