"ერთის მხრივ, კარგია, რომ "ბლექპულთან" მატჩი გადაიდო და ტრავმებისთვის თავის არიდება მოვახერხეთ, მაგრამ ფეხბურთელები არჩევდნენ - ეთამაშათ. ასე კი მატჩებს შორის ათდღიანი პაუზა გამოგვივიდა. საჭიროა პირველი ადგილი აუცილებლად შევინარჩუნოთ, რათა შემდეგ რაუნდში ისეთ გრანდებთან შეხვედრამ არ მოგვიწიოს, როგორებიც "ბარსელონა", "ბაიერნი" ან "რეალია". "ვალენსიასთან" უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ. იმის მიუხედავადაც
"ვალენსიასთან" თამაში ისტორიულად გვიჭირს. ყოველი მატჩი რთული გამოდის და ვფიქრობ, ამჯერადაც ასე იქნება. შევხედავთ, რას შემოგვთავაზებს მეტოქე. შაბათს "რეალთან" მათ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს, თითქმის არ უტევდნენ, მაგრამ მეტოქეს საკუთარ კართანაც ცოტა სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება მისცეს. იქამდე კი "ვალენსია" "ვილიარეალთან" გასვლით მატჩში ხუთი თავდამსხმელით მოქმედებდა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა", - განაცხადა ფერგიუსონმა.