ჯგუფის უდავო აუტსაიდერმა "პარტიზანმა" არსენ ვენგერის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მეტოქე დიდხანს ანერვიულა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და "არსენალი" ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს. დონეცკში პარალელურად გამართულმა შეხვედრამ კი გაარკვია, რომ ლონდონელები ჯგუფიდან მარცხის შემთხვევაშიც გავიდოდნენ -"შახტარმა" "ბრაგა" ბოლოს მაინც
ბოლო ტურის წინ "ბაზელს" მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი. საამისოდ ტორსტენ ფინკის გუნდს მიუნხენში გამარჯვება და "რომას" რუმინეთში დამარცხება სჭირდებოდა. როგორც ხედავთ, ამ ორი წინაპირობიდან ერთიც არ შესრულდა, "ბაიერნის" გზას "რომა" გაჰყვა, შვეიცარიელები კი ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ.
F ჯგუფში არა მხოლოდ ჯგუფიდან გასულების ვინაობა იყო გარკვეული, არამედ ადგილებიც უკვე განაწილებული იყო. თუმცა "სპარტაკის" ფანებმა კიდევ ერთხელ "გამოიჩინეს თავი" და მათი წყალობით, გუშინდელ საღამოს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. რუსმა ვაიგულშემატკივრებმა სლოვაკეთში მოედანზე პეტარდები ისროლეს[VIDEO], რითაც თამაში კინაღამ ჩაშალეს. იყო იმის ალბათობა, რომ მსაჯს მატჩი საერთოდ აღარ გაეგრძელებინა, მაგრამ საბოლოოდ, შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით განახლდა. "სპარტაკის" თავკაცმა ვალერი კარპინმა ჯანო ანანიძისთვის სათამაშო დრო ვერც წუხელ გაიმეტა, "ჩელსიმ" კი მარსელში დამარცხებით მხოლოდ ის ფული იზარალა, რასაც უეფა კლუბებს ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული ქულების სანაცვლოდ უხდის.
G ჯგუფში კი გასარკვევი ის გუნდი იყო, რომელიც ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებდა. "აიაქსს" ბოლო ტურამდეც უფრო კომფორტული პოზიციები ეპყრა და მილანში გამარჯვებით დამსახურებულადაც მიაღწია საწადელს, მისმა კონკურენტმა "ოსერმა" კი მადრიდში გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "რეალს" კაპიტულაცია გამოუცხადა. მატჩი ქარიმ ბენზემას ბენეფისად იქცა, სამეფო კლუბის ერთადერთი წევრი კი, ვინც გულდაწყვეტილი დარჩა, ირჟი დუდეკია. ვეტერანმა პოლონელმა კიპერმა, რომელსაც "რეალის" ძირითადში თამაშის საშუალება სეზონში პირველად მიეცა, სახე დაიზიანა და პირველი ტაიმის მიწურულს შესაცვლელი შეიქნა.
E ჯგუფი
ბაიერნი-ბაზელი 3:0
ბაიერნი: კრაფტი -ლამი, ტიმოშჩუკი, ბრენო, კონტენტო -ვან ბომელი, კროოსი (68. ჰამით ალთინთოფი)-მიულერი, შვაინშტაიგერი, რიბერი -გომესი.
ბაზელი: კოსტანცო -ინკოომი, აბრაჰამი, ფერატი, საფარი -შაქირი (76. ტემბო), იაპი, კაბრალი (55. ალმერარესი), შტოკერი -ფრაი, შტრელერი (46. ხაკა).
გოლები: 1:0 რიბერი (35), 2:0 ტიმოშჩუკი (37), 3:0 რიბერი (49)
მაყურებელი: 66 000
არბიტრი: მ. ჰანსონი (შვედეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბაზელი
პირველი კუთხური: ბაიერნი
პირველი ჯარიმა: ბაიერნი
პირველი გაფრთხილება: ბაზელი
26(11) დარტყმა 10(4)
10 ჯარიმა 8
11 კუთხური 8
1 გაფრთხილება 1
59% ბურთის ფლობა 41%
კლუჟი-რომა 1:1
კლუჟი: სტანჩუ -პანინი, კადუ, რადა, ედიმარი (63. ბიელანოვიჩი)-ე. კონე, კივუვუ, დიკა (46. ლეონარდო), კულიო -დე ზერბი (78. რაფაელი), ტრაორე.
რომა: ლობონტი -კასეტი (64. სისინიო), მექსესი, ნ. მურდისო, კასტელინი -ბრიგი, დე როსი, სიმპლისიო -მენეზი (46. გრეკო) -ბორიელო, ტოტი.
გოლები: 0:1 ბორიელო (21), 1:1 ტრაორე (88)
მაყურებელი: 20 000
არბიტრი: უ. კოლუმი (შოტლანდია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო:
პირველი კუთხური: რომა
პირველი ჯარიმა: რომა
პირველი გაფრთხილება: კლუჟი
14(6) დარტყმა 19(6)
16 ჯარიმა 10
5 კუთხური 3
2 გაფრთხილება 0
39% ბურთის ფლობა 61%
1. ბაიერნი 6 5 0 1 16-6 15
2. რომა 6 3 1 2 10-11 10
3. ბაზელი 6 2 0 4 8-11 6
4. კლუჟი 6 1 1 4 6-12 4
F ჯგუფი
მარსელი-ჩელსი 1:0
მარსელი: მანდანდა -კაბორე, დიავარა, ჰაინცე, ტაივო -აბრიელი (63. ა. აიუ), ნ"დიაიე (86. ჯ. აიუ), ბენუა შეირუ -ვალბუენა (63. ლუჩო გონსალესი), რემი -ბრანდაო.
ჩელსი: ჩეხი -ბოსინგვა (79. ვან აანჰოლტი), ივანოვიჩი, ტერი (72. ბრუმა), პაულუ ფერეირა -ესიენი, მაკერენი, რამირესი -კალუ, მალუდა -დროგბა (62. სტარიჯი).
გოლი: 1:0 ბრანდაო (81)
მაყურებელი: 30 000
არბიტრი: ვ. ბეზბოროდოვი (რუსეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მარსელი
პირველი კუთხური: მარსელი
პირველი ჯარიმა: მარსელი
პირველი გაფრთხილება: მარსელი
17(1) დარტყმა 10(4)
13 ჯარიმა 8
3 კუთხური 3
1 გაფრთხილება 0
57% ბურთის ფლობა 43%
ჟილინა-სპარტაკი 1:2
ჟილინა: დუბრავკა -ანგელოვიჩი, პიაჩეკი, პეჩალკა, გერგელი -გულდანი -პოლიაჩეკი (46. რილკე), იეჟი (69. შესაი), ბელო, მაიტანი (85. მრაჟი)-ორავეცი.
სპარტაკი: დიკანი -მაკეევი (55. ოზობიჩი), სუხი, შტრანცლი, კ. კომბაროვი (83. ივანოვი) -შეშუკოვი, იბსონი -მაკგიდი, ალექსი, დ. კომბაროვი -კოზლოვი (46. დრინჩიჩი).
გოლები: 1:0 მაიტანი (48), 1:1 ალექსი (55), 1:2 იბსონი (61)
გაძევება: იბსონი (77)
მაყურებელი: 22 000
არბიტრი: კ. ბლომი (ჰოლანდია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: სპარტაკი
პირველი კუთხური: სპარტაკი
პირველი ჯარიმა: სპარტაკი
პირველი გაფრთხილება: ჟილინა
15(3) დარტყმა 15(3)
17 ჯარიმა 15
5 კუთხური 3
5 გაფრთხილება 1
38% ბურთის ფლობა 62%
1. ჩელსი 6 5 0 1 14-4 15
2. მარსელი 6 4 0 2 12-3 12
3. სპარტაკი 6 3 0 3 7-10 9
4. ჟილინა 6 0 0 6 3-19 0
G ჯგუფი
რეალი-ოსერი 4:0
რეალი: დუდეკი (45. ადანი) -არბელოა, რაულ ალბიოლი, რიკარდო კარვალიო, მარსელო (76. გარაი) -გრანერო, ლ. დიარა, მ. დიარა -პედრო ლეონი, რონალდო (72. სარაბია) -ბენზემა.
ოსერი: სორინი -დუდკა, კულიბალი, მინიო, გრიხტინგი -პედრეტი (62. სამარიტანო), შაფნი -ოლიეჩი, ტრაორე, ბირსა (89. ლანგილი) -კონტუტი (73. კერსია).
გოლები: 1:0 ბენზემა (12), 2:0 რონალდო (49), 3:0 ბენზემა (72), 4:0 ბენზემა (88)
მაყურებელი: 45 000
არბიტრი: ს. გუმიენი (ბელგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ოსერი
პირველი კუთხური: რეალი
პირველი ჯარიმა: ოსერი
პირველი გაფრთხილება: რეალი
15(5) დარტყმა 16(4)
10 ჯარიმა 13
3 კუთხური 4
2 გაფრთხილება 1
63% ბურთის ფლობა 37%
მილანი-აიაქსი 0:2
მილანი: ამელია -ბონერა, ტიაგო სილვა, იეპესი, ანტონინი -ფლამინი (26. კ. პ. ბოატენგი), პირლო, ამბროზინი (63. იბრაჰიმოვიჩი) -ზეედორფი -რობინიო (76. მერკელი), რონალდინიო.
აიაქსი: სტეკელენბურგი -ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ემანუელსონი -ენო, ერიკსენი, დე ზეუვი (82. ლინდგრენი) -სუარესი (90. ტაინიო), დე იონგი (84. ელ ჰამდაუი), სულეიმანი.
გოლები: 0:1 დე ზეუვი (57), 0:2 ალდერვეირელდი (66)
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: კ. ლარსენი (დანია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მილანი
პირველი კუთხური: აიაქსი
პირველი ჯარიმა: მილანი
პირველი გაფრთხილება: აიაქსი
15(4) დარტყმა 24(11)
18 ჯარიმა 15
5 კუთხური 9
0 გაფრთხილება 2
43% ბურთის ფლობა 57%
1. რეალი 6 5 1 0 15-2 16
2. მილანი 6 2 2 2 7-7 8
3. აიაქსი 6 2 1 3 6-10 7
4. ოსერი 6 1 0 5 3-12 3
H ჯგუფი
არსენალი-პარტიზანი 3:1
არსენალი: ფაბიანსკი -სანია, სკილაჩი, კოშილნი, გიბსი (24. ებუე) -ნასრი, სონგი, დენილსონი, არშავინი (67. უოლკოტი) -ვან პერსი, შამახი.
პარტიზანი: ბაბოვიჩი (81. დავიდოვი) -კლეო, ს. ილიჩი, მ. იოვანოვიჩი, კრსტაიჩი -ლაზევსკი, მედო, მორეირა (90. კიზიტო), პეტროვიჩი, სავიჩი -სტოიკოვიჩი.
გოლები: 1:0 ვან პერსი (30. პენ.), 1:1 კლეო (52), 2:1 უოლკოტი (73), 3:1 ნასრი (77)
გაძევება: სანია (86)
მაყურებელი: 45 000
არბიტრი: პ. ტალიავენტო (იტალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: არსენალი
პირველი კუთხური: არსენალი
პირველი ჯარიმა: პარტიზანი
პირველი გაფრთხილება: პარტიზანი
10(4) დარტყმა 9(3)
10 ჯარიმა 10
5 კუთხური 0
0 გაფრთხილება 1
58% ბურთის ფლობა 42%
შახტარი-ბრაგა 2:0
შახტარი: პიატოვი -სრნა, ჩიგრინსკი, რაკიტსკი, რაცი -გაი (90. კობინი), სტეპანენკო -დუგლას კოშტა (62. ალექს ტეიშეირა), ჟადსონი (73. მხითარიანი), ვილიანი -ლუიზ ადრიანო.
ბრაგა: არტურ გუსმაო -მიგელ გარსია, ანიბალი, როდრიგესი, სილვიო -ვანდინიო, ლეანდრო სალინო (81. ელდერ ბარბოსა) -ალანი (69. ლიმა), ლუის აგილარი (72. უგო ვიანა), პაულუ სესარი -მატეუში.
გოლები: 1:0 რაცი (78), 2:0 ლუის ადრიანო (83)
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: ფ. ბრიხი (მიუნხენი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: შახტარი
პირველი კუთხური: შახტარი
პირველი ჯარიმა: შახტარი
პირველი გაფრთხილება: ბრაგა
9(3) დარტყმა 11(3)
13 ჯარიმა 21
6 კუთხური 3
0 გაფრთხილება 1
57% ბურთის ფლობა 43%
1. შახტარი 6 5 0 1 12-6 15
2. არსენალი 6 4 0 2 18-7 12
3. ბრაგა 6 3 0 3 5-11 9
4. პარტიზანი 6 0 0 6 2-13 0