მერვედფინალიდან სხვა ტურნირი იწყება

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში "პარტიზანთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ დაცვაში მეტოქე გუნდის გააზრებულ თამაშზე გაამახვილა ყურადღება. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მერვედფინალური სტადიიდან ახალი, სრულიად განსხვავებული ტურნირი დაიწყება.

" არ მინერვიულია. როცა ანგარიში 1:1 იყო, ცოტა ვღელავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საკმაო რესურსი გაგვაჩნდა იმისთვის, რათა დაპირისპირების ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაგვეწყვიტა. "არსენალი" - უფრო კვალიფიციური გუნდია, მაგრამ ამას ყოველთვის არ მოაქვს წარმატება. "პარტიზანი" თავს ძალზე კარგად იცავდა. დიდი ხნის განმავლობაში მათ დაცვაში თავისუფალი ზონების მოძებნას ვერ ვახერხებდით",
- აღნიშნა ვენგერმა.

"გასულ წელს პლეიოფში "ბარსელონას" შევხვდით. შანსები გვქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მდგომარეობაში ხვდებიან ფეხბურთელები კონკრეტულ მატჩს. 1/8 ფინალური სტადიიდან სრულიად სხვა ტურნირი იწყება. იმისთვის, რათა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, აუცილებელია შესაძლებლობათა ზღვარზე არა - 90, არამედ 180 წუთი ვითამაშოთ", - დასძინა "არსენალის" თავკაცმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული