"ლევერკუზენის" მცველმა "ატლეტიკოს" ნახევარმცველ საულს ნეკნები ჩაუმტვრია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "ლევერკუზენსა" და "ატლეტიკოს" შორის მძიმედ დაშავდა მადრიდელთა ნახევარმცველი საულ ნიგესი.

42-ე წუთზე დაშავებული ნიგესი ეგრევე ჰოსპიტალში გააქანეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა. ესპანელს ნეკნები აქვს დაზიანებული და თირკმელში სისხლჩაქცევა აქვს.

მას გერმანელთა ბერძენმა მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა მუხლი ჩაარტყა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენს გამოტოვებს საული, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული ჩანს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ატლეტიკოს ფეხბურთელს ჩარტყმა არ უნდა გაუკვირდეს
თბილისი
16:59 26-02-2015
0

სიახლეები პოპულარული