ჩემპიონთა ლიგა. III ტური. C ჯგუფი: "ატლეტიკომ" "ასტანა" დაჩაგრა [VIDEO]

AutoSharing Option
"ატლეტიკო" "ბენფიკასთან" საშინაო მარცხის შემდეგ ორმაგად ვალდებული იყო შინ "ასტანასთან" ემარჯვა.

"ათლეტებმა" საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და 29-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ. განსაკუთრებით ლამაზი საულ ნიგესის გოლი გახლდათ. მეორე ტაიმში მადრიდელებმა ყაზახურ გუნდს კიდევ ორი ბურთი დაუმატა და მშვიდად მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაცილებით საინტერესო და დაძაბული გახლდათ მეორე შეხვედრა, რომელშიდაც "ბენფიკა" დაწინაურდა. ნიკოლას გაიტანმა მალევე გაიტანა, თანაც დახვეწილი თამაშის მერე.

ანგარიში თურქთა გმირმა და ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამყვანმა სელჩუკ ინანმა პენალტით გაათანაბრა. წინ გასვლა კი "გალათასარაიმ" პირველსავე ტაიმში მოახერხა,
როდესაც ორელიან შეჯუს პასის შემდგომ, ლუკას პოდოლსკიმ მშვენივრად შეასრულა დარტყმა.

ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, რომ ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გავიდოდა, მაგრამ სწორედაც ასე მოხდა. "გალამ" ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სტამბოლელებმა რეალური შანსი შეინარჩუნეს. ლისაბონში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ასტანა 4:0
გოლები: 1:0 საული (23), 2:0 ჯ. მარტინესი (29), 3:0 ოლივერ ტორესი (63), 4:0 დედეჩკო (89-ს.კ-ში)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, გილერმე სიკეირა - ფერეირა კარასკო, ტიაგო (46. ოლივერ ტორესი), გაბი, საული - ჯ. მარტინესი (67. ფ. ტორესი), გრიზმანი (58. კორეა)
ასტანა (5-4-1): ერიჩი - ბეისებელსკი, ილიჩი, დედეჩკო, პოსტნიკოვი, ახმეტოვი - შჩეტკინი (80. კულბეკოვი), მუჟიკოვი (83. კოჟამბერდი), ჟუკოვი (64. პიკალნიკი), კეტევოამა - კაბანანგა
გაფრთხილება: - ახმეტოვი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 23-10 (11-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 33 853

გალათასარაი-ბენფიკა 2:1
გოლები: 0:1 გაიტანი (2), 1:1 ინანი (19), 2:1 პოდოლსკი (33)
გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - სარიოღლუ, შეჯუ, ბალთა, კაროლი - კისა (90+4. როდრიგესი), ინანი - პოდოლსკი, სნეიდერი, იოზთექინი (59. ადინი) - უმუთ ბულუთი (78. ბ. ილმაზი)
ბენფიკა (4-4-2): ჟულიო სეზარი - სილვიო (82. მიტროღლუ), ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ (66. პიცი) - გონსალო გუედესი (75. ანდრადე), ანდრე ალმეიდა, სამარისი, გაიტანი - ჟონასი, ხიმენესი
გაფრთხილება: კისა, ინანი, ბალთა, ბ. ილმაზი - ალმეიდა, სამარისი, ანდრადე, ლუიზაო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-18 (7-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 33 615

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 3 2 0 1 7-2 6
2. ბენფიკა 3 2 0 1 5-3 6
3. გალათასარაი 3 1 1 1 4-5 4
4. ასტანა 3 0 1 2 2-8 1

მომდევნო ტური
3 ნოემბერი:
ასტანა-ატლეტიკო, ბენფიკა-გალათასარაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული