თბილისში გამართულ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ამ ეტაპამდე მან ჯერ 1/32 ფინალში პოლონელი კრიშტოფ კაჩკოვსკი დაამარცხა (15:7), შემდეგ ასპარეზობას ამერიკელი უილიამ მორილი გამოთიშა (15:11) და მერვედფინალში გავიდა, სადაც 2024 წლის ოლიმპიადის მერვედფინალში განცდილი მარცხისთვის ეგვიპტელ მოჰამედ ამერს რევანში აუღო. მეოთხედფინალში კიდევ ერთ ეგვიპტელს, ზიად ელსისის შეხვდა და 15:13 ანგარიშით გაიმარჯვა. ნახევარფინალში კი ეგვიპტელთა კიდევ ერთ წარმომადგენელს, აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდა და ფინალში (15:10) გავიდა. ფინალურ შეხვედრაში პარიზის ოლიმპიადისა და ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ჟან-ფილიპ პატრისს აჯობა (15:9) და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გვყავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოფარიკავე 2021 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული და ევროპის ორგზის ჩემპიონია (2022 და 2023 წლებში), ასევე იგი მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ, დღეს კი ოქროს მედალიც მოიპოვა.

სანდროს ვულოცავ გამარჯვებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებ. ისე კი, როგორ შეიძლება შეხვედრაში ყოველი ქულა სადაო იყოს და ვიდეოზე მოწმდებოდეს? სანდროს მეტი თავშეკავება და ნერვების მოთოკვა სჭირდება. და ბოლოს sportal.ge - ს ახალი გვერდი არის უვარგისი, უკეთესის კეთება თუ არ შეგიძლიათ ძველს ნუ ანგრევთ!!!
ქართველი
გილოცავ სანდრო! გილოცავ საქართველო! რამდენ უსამართლობას და არასწორ მსაჯობას გაუძლო სანდრომ, მაგრამ არ გატყდა და ყველას დაუმტკიცა ვისი გორისაც არის! ამიტომაც, ათასჯერ მეტი დასაფასებელია მისი მსოფლიოს ჩემპიონობა! ორდენიც ეკუთვნის და ფულადი ჯილდოც!
ნინი
იმ სიხარულისთვის, რაც სანდრომ გუშინ მოგვანიჭა, ღირსების ორდენიც და მილიონიც ეკუთვნის!
жду, не даждусь რაა-ს
შენც დაიმსახურე და მიიღებ! ნუ გშურთ და ნუ იბოღმებით! სანდროს კი ულევ წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენდა გასახარად!
.-ს
საიდან მოიგონე მსაჯების შესახებ? აბა, დადე ლინკი! ))
არჩევნები მალე იქნება? жду, не дождусь რაა
ვულოცავ სანდროს! ღირსების ორდენი უკვე ცქმუტავს და ადგილს ვერ პოულობს მაგიდაზე. ასევე მილიონი ლარიც.))
რობი
გენაცვალე სანდრო,მაგრად გამიხარდა,კიდე ბევრი და მრავალი წარმატება შენ,გენაცვალეე რა
სანდეს
ზოგადად ძალიან ცუდი სპორტია მსაჯობის მხრივ, შეიძლება ისე გაგზადონ ჩემპიონი დაუმსახურებლად, ვერსად ვერ მიაღწევ სიმართლეს. ეტყობა საქართველოში რომ იყვნენ ვერ გაიმეორეს პარიზის ოლიმპიადა
ჟორა
ბოლოს და ბოლოს გატეხა ნავსი სანდრომ და საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ყავს მისი სახით. ვულოცავ მას და საქართველოს. წიმ ლოსანჟელესია...

პარიზის ოლიმპიადაზე ვინც მსაჯები იყვნენ,საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვესო.ვერ გაბედეს!ესეც პასუხია,რატომ ვერ სანდრო,გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.ვულოცავ მას და მთელ საქართველოს.იქნებ მომდევნო ოლიმპიადაზე, ასე აღარ გაგვწირონ.
არა და
ამ დროს წესით ნორმალურ ადამიანი "ბოღმის" ჩაქცევებ,ე(რა ქართულია?!) და მსგავსი რამეებზე არ უნდა ფიქრობდე. არაა ეს ნორმალური მდგომარეობა... უბრალოდ, გაიხარე და მიულოცე მთელ ქვეყანას!
პარიზი რა შუაშია ?!

Solo
ვიდეო დადეთ თუ შეიძლება
სირბილის სწავლების ცენტრი
გილოცავთ და კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს!

დიდი დიდი მადლობა ძვირფასო სანდრო.აღსრულდა!სამართალი აღსდგა!შენი კუთვნილი ადგილი სხვამ ვერ დაიკავა.ეს ერთი და სხვა მრავალი!
Tato
"ჩვენ არამარტო ფეხბურთში სპორტი სხვა სახეობებში მსოფლიო ვარსკვლავები გვეყოლება "/ მამა გიორგი ბასილაძე /
L.J.
Ai sagol raa!!!am bichma daimsaxura chempionoba,male olimpiuri oqro mogvelocos!!!!
იბერიელი
ქართველებო გილოცავთ ყველას,აი უდიდესი ერი, სანდრო გენაცვალე შენ და შენს მშობლებს,და აფრიალდა ჩვენი ლამაზი ქართული დროშა, გაუმარჯოს საქართველოს ყველა საამაყო სპორტსმენებს, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
მამუკა 1970
გილოცავ საქართველო
ჭ. ჭ.
სანდრო, ძალიან გამიხარდა! გილოცავ! ეს პატარა ქვეყანა რეებსა შვრება! ამდენი მტერი, ამდენი წინააღმდეგობა და მაინც! მრავალჟამიერ!!!
ტნგჰ-ს
ზოგიერთებში ჩვენ მეზობლებსა და მერუსეებს გულისხმობ, ალბათ.
დავითი
ვულოცავ სანდროს და სრულიად საქართველოს, ეს ერთი და სხვა მრავალი! ოლიმპიური ჩემპიონობა მოგველოცოს პარიზში!
ზურა
გილოცავთ ქართველებო
ტატო
ძალიან მაგარია,
tngh
გილოცავთ ყველას!!! ვშიშობ ზოგიერთებს "ბოღმა" არ ჩაექცეთ...
ტუკო რამირესი
გილოცავთ, ქართველებო!
მძლეთამძლე
გილოცავთ ყველას! ეს უდიდესი მიღწევაა, ყოჩაღ სანდრო, შენ ეს დაიმსახურე!!!
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" სენსაციური გამარჯვება პლეიოფის პირველ მატჩში
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კიტეიშვილის მე-17 გოლი და "შტურმის" ფრე უახლოეს მდევართან
[VIDEO] ქვილითაიამ ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" მაინც დამარცხდა
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
ორი მთავარი სამიზნე შეტევაში - პსჟ-მა ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
[VIDEO] "ძმაო, მე ქართველი ვარ!" - დვალიშვილმა სეხუდოს რუსულ მიმართვას პასუხი გასცა
მუნდიალს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - გნაბრი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
რამდენ წუთს მიიღებს ხვიჩა და ლივერპულის დერბი გიორგის
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა