ნასრიმ შესაძლოა "ბარსელონასთან" ითამაშოს

AutoSharing Option
"არსენალის" ნახევარმცველ ნასრის მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. თვის დასაწყისში ფრანგმა ვინგერმა მუხლქვედა მყესები დაიზიანა. მაშინ ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებდა. თუმცა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ინგლისური კლუბის ერთ-ერთ ლიდერს შანსი აქვს სამშაბათს მოედანზე გამოვიდეს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ნასრის "ბარსელონასთან" თამაშის შანსი აქვს. მან ორი გამოკვლევა უნდა გაიაროს, ერთი დღეს, მეორე კი სამშაბათს. უნდა გაირკვეს საშიშია თუ არა მისთვის თამაში. მისი მონაწილეობის საკითხი უშუალოდ შეხვედრის წინ გადაწყდება",
- განაცხადა არსენ ვენგერმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული