ვან დერ ვაარტი: ”მილანს” ისევე დავამარცხებთ, როგორც ”ინტერს”

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "მილანთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ ლონდონელებს მილანელთა დამარცხება და მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ.

"რთული თამაში გველის. "ტოტენჰემმა" "ინტერი" დაამარცხა და ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგიდან "მილანის" გამოთიშვა შეგვიძლია. ჩვენმა კლუბმა დიდი უპირატესობა მიიღო იმით, რომ მეორე მატჩს შინ გამართავს. დარწმუნებული ვარ, დაპირისპირების ბედი ლონდონში, "უაით ჰართ ლეინზე" გადაწყდება.

იტალიური გრანდის ფორვარდთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონფლიქტის თაობაზე შეკითხვის პასუხისას ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ გაუგებრობა წარსულში დარჩა.

" დიახ, მე და იბრაჰიმოვიჩს გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ისინი წარსულში დარჩა. ორივე
გავიზარდეთ. ზლატანზე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი მოთამაშეა. რატომ გადავწყვიტე "რეალიდან" "ტოტენჰემში" გადასვლა? ლონდონურ კლუბში კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი, თანაც გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. თუ გუნდის ბირთვი შენარჩუნდა, უახლოეს ხანში "ტოტენჰემი" ბევრს მიაღწევს", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული