"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რადგან მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ, კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს. იმ მომენტში ინიციატივას ვფლობდით, ამიტომაც წაგება შეურაცხმყოფელი გამოდგა.
მეორე ტაიმში მეტოქეს მოედნის მის ნახევარზე პრესინგს ვეთამაშებოდით და ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მომავალშიც ასე უნდა ვიმოქმედოთ. აუცილებელია საპასუხო მატჩზე ყოველგვარი კომპლექსების გარეშე გავემგზავროთ და ყველაფერი გავაკეთოთ რათა
"მილანს" ჯერ კიდევ შეუძია ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში გამარჯვება იზეიმოს. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ საგოლე მომენტების შექმნა შეგვიძლია. ახლა ლონდონურ დაპირისპირებაში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა ფლამინიმ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით