დე როსი: ძლიერი გუნდი რომ გავხდეთ დრო გვჭირდება

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "შახტართან" დამარცხების შემდეგ (2:3), აღიარა, რომ რომაელთა გუნდი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამასთან, იტალიის ნაკრების ჰავბეკმა მოჰყვა, რატომ გადაწყვიტეს "მგლებმა" შეხვედრის დასასრულს მათი მისამართით მსტვინავ ტრიბუნებთან მისულიყვნენ.

"ამის გაკეთება გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ საქციელს დიდი ვაჟკაცობა არ სჭირდება. ტრიბუნებთან მივედით, რათა იმ ხალხისთვის მადლობა გადაგვეხადა, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ და გულშემატკივრის მთელი აღშფოთება ჩვენს თავზე მიგვეღო.ამსთან, ეს ჩვენი მხრიდან ფანატებისა და მათი უკმაყოფილების მიმართ თავისებური პატივისცემის გამოხატვა
იყო, მათთვის ვინც ყოველთვის იყოფდა ჩვენს გამარჯვებებს დერბიში და ჩემპიონთა ლიგაში. ჩვენ წარმატებას ტრიბუნებთან ერთად ვზეიმობთ, მაგრამ წარუმატებელი მატჩების შემდეგ ჩვენი მისამართით სტვენასაც ვღებულობთ", - განაცხადა დე როსიმ.

"ასეთი მატჩის გაანალიზება რთულია. "რომას" უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია მთელი უპირატესობა სულ რაღაც 10 წუთში ხელიდან გავუშვათ, როგორც დღეს მოხდა. შესაძლოა, დრო გვჭირდება, რათა ნამდვილად ძლიერი გუნდი გავხდეთ: როგორც თამაშის, ასევე შედეგების მიხედვით. რა უნდა გავაკეთოთ უკრაინაში საპასუხო შეხვედრაში? ახლა ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მოვლენებს იმედიანად უნდა შევხედოთ და დონეცკში მოედანზე სწორედ ასეთი განწყობით გამოვიდეთ", - დასძინა "რომას" ლიდერმა.


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული