F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" მძიმე პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნახევარი კი უფრო ცუდად დაიწყო - სერხიო რამოსისა და ლუკა მოდრიჩის უყურადღებო თამაშს მოჰყვა ის, რომ ბრაიან რუისმა და ბრუნო სეზარმა ბურთი გაათამაშეს და ამ უკანასკნელმა შორეულ დაბალ კუთხეში შეაცურა.

"ლომებმა" 89-ე წუთამდე გაძლეს, აი მერე კი... კრიშტიანო რონალდომ მშობლიურ კლუბს ლამაზი ჯარიმა გაუტანა და გოლი არ აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დარტყმა კარგი იყო, რუი პატრისიოს თავისი გუნდის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ალვარო მორატა, ბოლოს, მე-5 დამატებულ წუთზე ხამეს როდრიგესის
ჩაწოდებუსლ გაუმკლავდა, მცველებს დაასწრო და მძლავრი თავურით "სამეფო გუნდს" მოაგებინა.

ჟორჟე ჟესუსის სულ უარაფროდ დარჩენილი "სპორტინგი" ცოდო კი გახლდათ, ლისაბონელებმა ცუდად არ ითამაშეს, მაგრამ... ეს რეალობაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ლეგია"-"დორტმუნდზე" აბა რა უნდა ვთქვათ ან, რა და როგორ აღვწეროთ... ბორუსიელებმა ვარშაველები გააცამტვერეს. ვაკო ყაზაიშვილი ძირითადში იყო, და 66 წუთი დაჰყო მინდორზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-სპორტინგი 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო სეზარი (48), 1:1 რონალდო (89), 2:1 მორატა (90+5)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (77. ხ. როდრიგესი) - ბეილი (67. ვასკესი), რონალდო, ბენზემა (68. მორატა)
სპორტინგი (4-4-2): პატრისიო - პერეირა, სემედო, კოატესი, ზეეგელაარი - სილვა (73. ელიაში), კარვალიო, ბრუნო სეზარი, ჟელსონ მარტინსი (70. ლ. მარკოვიჩი) - ბ. რუისი (90+2. კემპბელი), დოსტი
გაფრთხილება: კროოსი - სილვა, კარვალიო, ზეეგელაარი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 14-9 (5-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 72 179

ლეგია-დორტმუნდი 0:6
გოლები: 0:1 გიოტცე (7), 0:2 სოკრატისი (15), 0:3 ბარტრა (170, 0:4 რ. გერეირო (51), 0:5 კასტრო (76), 0:6 ობამეიანგი (87)
ლეგია (4-3-3): მალარჟი - ბერეშინსკი, დაბროვსკი, ჩერვინსკი, გილერმე - იოდლოვიცი, ოჯიჯა-ოფოე, მულენი (76. რადოვიჩი) - ლანჟილი, ყაზაიშვილი (66. ალექსანდროვი), პრიიოვიჩი (63. ნიკოლიჩი)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი (79. გინტერი) - პულიშიჩი, რ. გერეირო, გიოტცე (75. კასტრო), ო. დემბელე (75. მორი) - ობამეიანგი
გაფრთხილება: მალარჟი, გილერმე, ბერეშინსკი - გიოტცე
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 7-30 (2-15); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 27 304

მომდევნო ტური
27 სექტემბერი:
დორტმუნდი-რეალი, სპორტინგი-ლეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლეგია სუსტი გუნდია ლეგიამ რა გუნდებიც დაამარცხა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი დინამოც დაამარცხებდა აუცილებლად
kika
15 სექტემბერი 2016 13:27
0
ვოვა საიდან ფლობ ასეთ სერიოზულ ინფორმაციას?
vovas
15 სექტემბერი 2016 13:00
0
ლეგიას მეკარე არ უვარგა პირველ რიგში და მერე დაცვა.
status quo
15 სექტემბერი 2016 12:41
0
ვიტესში ვაკომ კონკურენცია ვერ გაუწია ჩელსის ახალგაზრდებს და გადავიდა იმ გუნდში სადაც "ვარსკვლავი" იკნება :) ლეგიას არ ცოდნია თამაში ვაკოს გაუმართლა
Vova
15 სექტემბერი 2016 11:50
0
ხშირად ვაკომენტარებ,რომ საქართველოში გულშემატკივრების 70-ათი პროცენტი ფეხბურთის გაგებაში არაათქო,მეტიც ისინი სისულელეებს წერენ,ხალხო ყაზაიშვილის,ან პეტრიაშვილის წარმატება ვის არ გაუხარდება,ამაზე კამათიც კი სისულელეა,მაგრამ ფეხბურთელი შეცდომას,რომ უშვებს,ან ნაკლებად ნიჭიერი რომაა ეს ხომ უნდა აღნიშნო გულშემატკივარმა,რომელიც თვალდახუჭული უნდა ერკვეოდეს ფეხბურთის ნიუანსებში,ყაზაიშვილის გადასვლა ლეგიაში იყო დიდი შეცდომა,ისეთი შეცდომა,რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი უარყოფითი როლი ითამაშოს მის კარიერაში და დაემართოს ის.რაც დაემართა ყენიას და მჭედლიძეს,ეს ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია,ვიტესი შეიძლება საშულო გუნდიც არაა,მაგრამ ამ გუნდიდან ძალიან იოლია ევროპის ტოპ გუნდებში მოხვედრა,რატომ,იმიტომ,რომ ჯერ ერთი ჰოლანდიაა და მეორც შუაგული ევროპაა,ვაკომ სამწუხაროდ აიაქსის ყურადღებაც კი ვერ მიიქცია,ასე,რომ განსაკუთრებით დიდ იმედებს მასზე ნუ ამყარებთ,გუშინდელი ლეგიას განადგურებით ვაკოს საქმეები კიდევ უფრო ცუდად წავიდა,ვიდრე მოსალოდნელი იყო,თამაშითაც მას არაფერი გამოუვიდა და ამიტომაც შეცვალეს 66-ე წუთზე,ამის და მიუხედავათ მე ვაკო გამძლეობას ვუსურვებ,ღმერთმა ქნას ძალები მოიკრიბოს და გაუმკლავდეს მის მდგომარეობას,ღმერთი შენსკენ ვაკო.
roma
15 სექტემბერი 2016 10:59
0
ლეგიის მთელი გუნდი არანაირად არ იყო მზად! არც ფიზიკურად, არც ფსიქოლოგიურად, არც სტრატეგიულად. დაცვა იყო არაორგანიზებული, ნახევარდაცვა ბურთს ვერ იჭერდა. ამის ფონზე ვაკო ბევრ თანაგუნდელზე ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ზედმეტად ზრდილობიანად და მორიდებულად იქცეოდა ბორუსიის ნახევარზე. 5-დან 3-ბალს იმსახურებს ვაკო. მას შეუძლია უკეთესად ორგანიზება შეტევის და კარში ზუსტად და ძლიერად დარტყმა. მეტი თავდაჯერება და რწმენა ჭირდება. წარმატებები ვაკოს.
ლუკა
15 სექტემბერი 2016 10:47
0
ვაკომდე ბურთი რო მეტად მიეტანათ თანაგუნდელებს მეტს გააკეთებდა,იმედია შემდეგში დააყენებენ ცენტრში და არა მარცხნივ,ვაკოს ჭირდება ბურთის მიმწოდებელი რომელიც გუშინ არ ყავდა გუნდს
Vito
15 სექტემბერი 2016 10:36
0
ვაკომ ძაან კარგად და პოზიციურად სწორად ითამაშა! ყველაფრით გამოირჩეოდა ლეგიაში და ეს ასე მოკლე ადაპდაციის გავლის შემდეგ. დორტმუნდი იყიდის;).
vato
15 სექტემბერი 2016 03:55
0

სიახლეები პოპულარული